| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი კვირეული გაიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეულის ფარგლებში, IIბ ,IIIბ, IVბ კლასებში განხორციელდა მნიშვნელოვანი და აუცილებელი აქტივობები.
IIბ კლასის მოსწავლეებმა დედაენისა და ქართული ენის შესახებ მხატვრულად წაიკითხეს ლექსები , ნახეს პრეზენტაცია, რომელიც ამ მნიშვნელოვან დღეს ეხებოდა. პრეზენტაციის დახმარებით გაეცნენ იაკობ გოგებაშვილის მუზეუმის ფოტოებს, წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები და ისაუბრეს პერსონაჟებზე და მათ თვისებებზე. ასევე, გაიხსენეს ბარბარიზმები და მათ შესაბამისი სიტყვები შეუსაბამეს.
IIIბ და IVბ კლასებში კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა. მოსწავლეებს გადაეცათ კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობისთვის სიგელები.
IVბ კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს ქართული დამწერლობის საფეხურები (ასომთავრული, ნუსხური, მხედრული). ასომთავრული (მრგლოვანი) ანბანის 38 ასო. მოისმინეს ინფორმაცია, ასომთავრული ანბანიდან ამოღებული ხუთი ასო-ბგერის, ანბანიდან ამოღების საჭიროების შესახებ.
IVბ კლასში, სწორედ, ასომთავრული ანბანის გამოყენებით განხორციელდა კალიგრაფიის კონკურსი.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ