სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლა ამაყობს თქვენით“ - ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხონის „ეტალონი გუნდის“ ტიტული მოიპოვეს
18-04-2024
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

ღონისძიება ხონის N3 საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც ხონის „ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის სკოლების 19 გუნდი და 95 მოსწავლე ეჯიბრებოდა. მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

კონკურსში პირველი ადგილი და ხონის „ეტალონი გუნდის“ წოდება სწორედ ხონის N2 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. მოსწავლეებმა 85 ქულა დააგროვეს და პირველობას არავის დაუთმეს. გუნდის კაპიტანი იყო VII კლასის მოსწავლე ელენე გვიჩიანი, შემადგენლობაში კი შედიოდნენ: აკო ციცხვაია - VI კლასი, დათო უგულავა - VII კლასი, მარი იოსელიანი - VII კლასი და ანდრია თუთაშვილი - VI კლასი. 

ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. მონაწილე გუნდებს კი ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გულშემატკივრობდნენ. 

„სკოლა ამაყობს თქვენით. მადლობა ბავშვებო, ასე რომ გაგვახარეთ. მადლობა ჩვენს საუკეთესო მასწავლებელს - მადონა კუპრაშვილ-გოფოძეს“,- სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ხარობენ. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება