სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა ბიბლიოთეკის წიგნსაცავი ინახულეს
18-04-2024
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლოს IIბ კლასის მოსწავლეები, დამრიგებელის - ლია ყურულოვის ხელმძღვანელობით, სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.

აქტივობის მიზანი იყო, მოსწავლეები გაცნობოდნენ სკოლის ბიბლიოთეკას და მომავალში გამხდარიყვნენ აქტიური მკითხველები.

„წიგნი ჩემი მეგობარია“, - ეს იყო დევიზი აქტივობისა, რომელიც დედა ენის დღის ფარგლებში გაიმართა.

სკოლის ბიბლიოთეკარი თეონა ჯანელიძე პატარებს ბიბლიოთეკის დანიშნულებაზე ესაუბრა, დაათვალიერებინა სამკითხველო დარბაზი, აუხსნა წიგნებით სარგებლობის წესები და საინტერესო საკითხავი ლიტერატურა გააცნო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარებს ძალიან მოეწონათ გარემო. ისინი ემოციებს ვერ მალავდნენ. იმდენი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს, აღფრთოვანებულები სვამდნენ სხვადასხვა კითხვას. შეკითხვაზე, თუ როგორ ხდებოდა წიგნების განთავსება თაროზე, ბავშვებმა დამაკმაყოფილებელი პასუხები გასცეს.

მოსწავლეებმა ასევე ინახულეს წიგნსაცავი, დაათვალიერეს ამავე სკოლის კურსდამთავრებულის, არსენ გვენეტაძის ოჯახიდან შემოწირული წიგნები.

პატარებს სურვილი გაუჩნდათ ხშირად ესტუმრონ სკოლის ბიბლიოთეკას და გახდნენ აქტიური მკითხველები. სკოლაში მადლობას უხდიან ბიბლიოთეკარს ემოციებით სავსე დღისთვის. 

„დიდი მადლობა თეონას გულთბილი დახვედრის, სითბოსა და სიყვარულის ჩანერგვისათვის, რაც წიგნს ახლავს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება