სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა
18-04-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა, ღონისძიება იმართება.

ამჯერად, სკოლაში, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული.

ღონისძიება ბილინგვური განათლების სპეციალისტებმა: ანა ქუქჩიშვილმა, ლენა გვარამაძემ და ქართული ენის მასწავლებლებმა ერთობლივად განახორციელეს.

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის წარმოშობისა და მისი განვითარების შესახებ, წარმოთქვეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და დადგეს სკეტჩი იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღნიშნულმა ღონისძიებამ, როგორც გვიყვებიან, დიდი აღფრთოვანება გამოიწვია როგორც მოსწავლეებში ასევე მასწავლებლებში.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება