| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი, პატრიოტული მოტივებით განმსჭვალული ღონისძიება მიეძღვნა.
სკოლის პატარა გოგო-ბიჭებმა, პედაგოგების - მანანა ზანდარაშვილისა და ლალი მინდიაშვილის ხელმძღვანელობით, ლექსებითა და ცეკვა-სიმღერით აღნიშნეს ეს დღე.
მე-3 კლასის მოსწავლეებმა კი, პედაგოგის მაია ხოზრევანიძის ხელმძღვანელობით მხატვრულად წაგვიკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები.
ღონისძიებაზე ამ დღის ისტორიული კონტექსტიც აღინიშნა, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის დრამატულ მოვლენებს უკავშირდება. რამდენიმე ათეული წლის წინ ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. რუსთაველის გამზირზე გამოსული ათასობით ადამიანის საპროტესტო აქციებით ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
„დღეს თითოეული ჩვენგანის ვალია ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ქართული ენის სიწმინდის დაცვისა და განვითარების საქმეში“, - ამ ემოციური სიტყვებით კი, დაგვირგვინდა ღონისძიება, რომელიც ემოციური და დასამახსოვრებელი იყო სასკოლო საზოგადოებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ