სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლაში დასუფთავების აქცია გაიმართა
18-04-2024
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებს. 

ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა აქტივობა ეწყობა. ამჯერად, სკოლაში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, დასუფთავების აქცია გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ, მათთვის მოხალისეობრივი საქმიანობა საინტერესო აღმოჩნდა.

მოსწავლეები ერთმანეთისგან მაგალითს იღებდნენ და სკოლის ტერიტორიას მონდომებით ასუფთავებდნენ. სკოლის დირექტორი - ინგა მიქელაძე ორგანიზებას უწევდა მოსწავლეთა საქმიანობას და მათ სხვადასხვა პერიმეტრზე ანაწილებდა. აქციაში სხვადასხვა საგნის პედაგოგებიც ჩაერთნენ.

შედეგად კი, დასუფთავდა სკოლის მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც ნარჩენები ნაგვის პარკებით გაიტანეს და ურნებში მოათავსეს.

„სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, მოგვეწოდა ხელთთმანები, ნაგვის პარკები, ხოლო „სადაგისგან“ ტკბილეული, რომელსაც მოსწავლეები დასუფთავების შემდეგ მიირთმევდნენ.
დასუფთავების დამთავრების შემდეგ, მოსწავლეებმა დაიბანეს ხელები და სამოქალაქო განათლების პედაგოგმა - ლამზირა ოსეფაშვილმა  მათ ტკბილეული მიართვა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება