სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მუსხის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
18-04-2024
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლამაზი და მრავალფეროვანი ღონისძიება ჩატარდა. ბავშვებმა 1978 წელს განვითარებული მოვლენები განიხილეს, დედაენის მნიშვნელობისა და იმ რთული გზის შესახებ ისაუბრეს, რომელიც ქართულმა ენამ გაიარა.

მათ, ასევე წაიკითხეს დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები.

დღემ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

აქტივობებში ბავშვები დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება