სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“ - ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია
18-04-2024
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საინტერესო ღონისძიება გამართეს. 

კვირეულის მეორე დღეს მოწაფეებმა ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“ გამართეს.

მოსწავლეებმა, კომპოზიციაში წარადგინეს ინფორმაციული პრეზენტაციები ქართული ენის დამწერლობის საფეხურებზე, ისაუბრეს მისი განვითარების ისტორიაზე.

ქართული ენა უბრალოდ აზრის გადმოცემა კი არ არის ქაღალდზე, არამედ მასში გაცხადებული მთელი კოსმიური სამყაროა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ქართული ანბანი ღვთაებრივ საიდუმლოს ინახავს და ამ საიდუმლოსთან მიახლოება უდიდესი მადლია.

ბედნიერი ხარ, რომ შეგიძლია შეეხიდო შენს მოსწავლეებს, მადლიანი ქართული ანბანის სამყაროში სიყვარულით იმოგზაურო“ - ამ სულისკვეთებით დააორგანიზა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ინგა ხვიჩიამ სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით მომზადებული ღონისძიება.

„პირველად, დიდ სცენაზე აჭიკჭიკდნენ ჩვენი პირველკლასელები თამარ ბერაიას ხელმძღვანელობით“, - ამბობენ სკოლაში.

მათ ნათლად წარმოაჩინეს, რომ ერის სული გადანახულია მის ენაში, ხოლო ენის ხმალიცა და ფარიც მისი ანბანია. როგორც აღნიშნავენ, ლექსებს სიმღერები ცვლიდა, სიმღერებს სახალისო აქტივობები.

სკოლაში, ხობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ხელმძღვანელს - აზა თათარიშვილს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება