სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში დედაენის დღეს საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობები მიეძღვნა
18-04-2024
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლაში დედანის დღე საზეიმოდ აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, I-VI კლასების მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობები განახორციელეს.

სკოლაში, მოეწყო კალიგრაფიის კონკურსი, სადაც ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. მათ, ასევე დაამზადეს კედლის გაზეთი, შექმნეს ნახატები, მხატვრულად  წაიკითხეს ლექსები, ასევე დამზადდა ბარათები („არა ბარბარიზმს“), სადაც ბავშვებს უნდა მოეფიქრებინათ ქართული შესატყვისები.

ყველა მოსწავლე დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთო ღონისძიებაში. მათ სერტიფიკატები გადაეცათ.    

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება