სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მულახის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ლამაზი და დაუვიწყარი ღონისძიება მიეძღვნა
17-04-2024
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე აღნიშნეს.

სკოლაში, ამ დღისადმი მიძღვნილი ლამაზი და ემოციური ღონისძიება ჩატარდა. მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

„მოსწავლეებმა თავიანთი მორთული სცენიდან მიულოცეს ჩვენს მხარესა და ქვეყანას ეს მნიშვნელოვანი დღესასწაული“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვებმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, თუ რაოდენ მდიდარია ქართული ენა.

სასკოლო საზოგადოება ამ დღეს ყველას ულოცავს.

„მოსწავლეების და  მასწავლებლების სახელით კიდევ ერთხელ გვინდა მოგილოცოთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ენის დღე, რომლის ჟღერადობა სამარადჟამო იქნება დედამიწაზე“, - ამბობენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება