სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რიონის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის - მაგდა ბაქრაძის ინიციატივით, ლამაზი ღონისძიება გაიმართა
17-04-2024
-
+


სერგეი მესხის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიონის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, ლამაზი და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.

ამჯერად, სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა თავი ერთად მოიყარეს.

მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და ტკბილად ისაუბრეს, რამაც თბილი ატმოსფერო შექმნა. შეხვედრის ინიციატორი და იდეის ავტორი ისტორიის პედაგოგი, მაგდა ბაქრაძე გახლდათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დიდი პოეტების ლექსებმა თუ შეყვარებული მწერლების ამაღელვებელმა წერილებმა მსმენელთა გული სასიამოვნოდ ააძგერა.

„სხვაგვარი სიწრფელე ახლავს სტრიქონებს, რომელიც ლამის საუკუნის წინ დაწერილა და დღემდე აამებს მკითხველს. სწორედ, ლექსისა და მუსიკის რითმის ჯადოსნურმა ძალამ გვაჩვენა მოსწავლეების დაფარული ნიჭიერება. მადლობა ქალბატონ მაგდას, გაწეული შრომისთვის და მადლობა თითოეულ თითოეულ მონაწილეს, სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება