სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი კვირეული კაცხის საჯარო სკოლაში
17-04-2024
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში ეროვნული დღესასწაულები ყოველთვის განსაკუთრებულად, მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნება. 

ცხადია არც დედაენის დღეს ჩაუვლია ზეიმის გარეშე, ქართველი ხალხისთვის ამ მნიშვნელოვან დღეს სკოლაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება მიეძღვნა. 

აღსანიშნავია, რომ კვირეულში მე-5, მე-6, მე-7 კლასების მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა ისაუბრეს 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე, ამ დღის მნიშვნელობაზე საქართველოს ისტორიაში. დაამზადეს მრავალფეროვანი პოსტერები, სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინეს პრეზენტაციები ბარბარიზმებზე.

მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს ქართული დამწერლობის განვითარების ეტაპებზე, განიხილეს ასომთავრული, ნუსხური და მხედრული დამწერლობები. ბოლოს, კი კიდევ ერთხელ აღნიშნეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი და მის მიერ შექმნილი უნიკალური - „დედა ენა“.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:  




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება