სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პირველი სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეება მეორადი ნივთებისგან შექმნილი თოჯინებით სპექტაკლი გამართეს
16-04-2024
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხა პროექტსა და აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლა, უკვე ორი წელიწადია ჩართულია eTwinning-ის პლატფორმაზე მიმდინარე აქტივობებში.

5 აპრილს, სკოლაში პროექტის - „ეკო-მაშველები“ ფარგლებში, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა, მასწავლებლების: ნანა ნებიერიძისა და ირინე კვანტრიშვილის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, წარადგინეს თოჯინების თეატრის სპექტაკლი: ზღაპარი „კონკია“.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება მდგრადი განვითარების მე-12 მიზნის მიმართ, რომელიც გულისხმობს ნარჩენების მართვას (შემცირება, გადამუშავება, ხელახალი გამოყენება), ნარჩენების შემცირება კი პირდაპირ კავშირშია დედამიწისა და გარემოს ზედმეტი დაბინძურებისაგან დაცვასთან.

ზღაპრის ულამაზესი დეკორაციები და თოჯინები მოსწავლეებმა შექმნეს გამოუსადეგარი მეორადი ნივთებისაგან (პლასტმასი, მუყაო).

„აქტივობა კავშირშია დემოკრატიული კულტურის კომპეტენციებთან: თანამშრომლობა სკოლის სტრუქტურულ ერთეულებთან( კერძოდ კათედრებს შორის ), სასკოლო თემთან (მშობლები), კლასებს / საფეხურებს შორის კავშირები, არაფორმალური განათლების კომპონენტების გათვალისწინება, კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმის პრიორიტეტულ თემასთან( გარემოს დაცვა), აქტივობის იდეა და
შედეგები კავშირშია სკოლის განვითარებასთან“, - ამბობენ სკოლაში.

სასკოლო საზოგადოების თქმით, თეატრი ემსახურება ბავშვის სულიერ აღზრდას, თეატრალური შემოქმედება განუყოფელია პედაგოგიკისგან.

„ბავშვი პირველად თოჯინების თეატრში ეზიარება ხელოვნებას, აქ ყალიბდება გემოვნება, მდიდრდება ლექსიკა, იხვეწება ესთეტიკური უნარები, კითხვის კულტურა და ემოციური პალიტრა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოება სილამაზისა და სიყვარულის ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურეს, რისთვისაც მას უდიდეს მადლობას უხდიან.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობას კიდევ უფრო ამაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება