სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედაენის დღისადმი მიძღვნილი გასვლითი, საჩვენებელი გაკვეთილი წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში
12-04-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული იმართება. 

კვირეულის ფარგლებში,  Vა კლასში, გასვლითი საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. კლასის ხელმძღვანელი ქეთევან ჯიქია გახლავთ, საგნის მასწავლებელი კი, ფაქიზო ფანჩულიძე. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ხაზგასმით ისაუბრეს ქართული ენის დასაბამისა და განვითარების საფეხურების, იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“, უძველესი ქართული ხელნაწერებისა და ძეგლების, კერძოდ, დედაენის ძეგლის სიმბოლური შინაარსის შესახებ.

მოსწავლეებმა მაღალმხატვრულად წარადგინეს ქართული ენისადმი მიძღვნილი, ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, ვაჟა-ფშაველას, ლადო ასათიანის, ირაკლი აბაშიძის და სხვათა გამონათქვამები. 

აღსანიშნავია, რომ გასვლითი გაკვეთილი ქუთაისში იაკობ გოგებაშვილის დედაენის გამოფენასთან გაიმართა. 

როგორც სკოლის დირექტორი და ამავდროულად საგნის პედგაოგი ფაქიზო ფანჩულიძე აღნიშნავს, გაკვეთილი საკმაოდ ემოციური და საინტერესო აღმოჩნდა.

„ვფიქრობთ, ეს შთამბეჭდავი გაკვეთილი კარგად ჩარჩება მეხსიერებაში Vა კლასის ყველა მოსწავლეს და გაკვეთილზე დამსწრეებს“,- აღნიშნა პედაგოგმა. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:







კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება