სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებში „იმოგზაურეს“
11-04-2024
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის ხარისხზე აისახება. 

ამჯერად, Vა კლასში ჩატარდა პროექტ-გაკვეთილი  - „სვანეთი და სამეგრელო“, რომლესაც კლასის დამრიგებელი,  საგნის - „ჩვენი საქართველოს“ მასწავლებელი შორენა ბუიღლიშვილი ხელმძღვანელობდა. 

პედაგოგმა მოსწავლეები საკლასო ოთახიდან საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებში „ამოგზაურა“. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს სვანეთის გეოგრაფიულ მდებარეობაზე, იქ არსებულ დასახლების ტიპსა და საცხოვრებელ სახლებზე, ტრადიციულ საქმიანობასა და გადაადგილების საშუალებებზეც კი, სტიქიურ მოვლენებსა და ტრადიციებზე.

ასევე, მოსწავლეებმა წარმოადგინეს, თუ რა ფუნქციას ასრულებდა ცნობილი სვანური კოშკები და რატომ წარმოადგენენ ისინი საქართველოს მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ძეგლებს. 

მოსწავლეებმა აღნიშნეს ისიც, რომ უძველესი კულტურის მქონე მხარე ძალიან საინტერესოა მრავალფეროვანი კულტურის ძეგლებით, სახასიათო ფრესკული ნიმუშებით, წეს-ჩვეულებებითა და შთამბეჭდავი ბუნებით. 

აღსანიშნავია, რომ მე-5 კლასელებმა პროექტ-გაკვეთილზე პრეზენტაცია გააკეთეს კიდევ ერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის, სამეგრელოს შესახებ. ისაუბრეს იქ არსებულ დასახლების ტიპებსა და ტრადიციებზე, წარმოადგინეს მეგრული და სვანური საცხოვრებელი სახლისა და კოშკის მაკეტები.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება