სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთად ვაკეთოთ სიკეთე“ - გომის საჯარო სკოლის საზოგადოება მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარა
08-04-2024
-
+


სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

გომისა და დაბლა გომის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლების - ხათუნა  ამაღლობელისა და ხათუნა ლორიას ხელმძღვანელობითა და მშობლების აქტიური მონაწილეობით, ერთობლივად, სოციალური პროექტი - „ერთად ვაკეთოთ სიკეთე“ განახორციელეს.

მის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარენ. პროექტის მიმდინარეობაში ყველა მონდომებით ჩაერთო, მათ სიკეთის კეთების მნიშვნელობა ნათლად დაინახეს. 

„სიკეთე ამკვიდრებს ბედნიერებას, სიხარულს და სიყვარულს, ვგრძნობთ, რომ ვუყვარვართ, რომ გვიყვარს. ყოველივე კეთილი წარმოქმნის ყოველგვარ ადამიანურს, რომელიც ყოველთვის საჭიროა.
ჩვენი, მასწავლებლების ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობა სწორედ სიკეთის კეთების სწავლებაა, დანახვება იმისა, რომ სამყაროს სიკეთე გადაარჩენს, თითოეული ადამიანის უპირველესი მოვალება სიკეთის კეთებაა, რომელიც არც თუ ისე ძნელია, თუ ამის სურვილი გაგაჩნია. ამის სურვილი კი აუცილებლად უნდა გააჩნდეს თითოეულ ჩვენგანს.
მოსწავლეებში სიკეთის კეთების აუცილებლობის გაცნობიერებამ, მისი ჩვევაში გადასვლამ და არა მხოლოდ სიტყვიერად გამოხატვამ გადამაწყვეტინა ამ პროექტის დაწერა და განხორციელება.
დიდი მადლობა თითოეულ მოსწავლეს,მშობელს და მასწავლებელს ერთსულოვნებისთვის, მხარში დგომისა და აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის“,- ამბობენ პედაგოგები. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება