| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო, მრავალფეროვან მეთოდებს იყენებენ.
ამჯერად, მე-8 კლასში, ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებლის - ნონა თოდუას ხელმძღვანელობით ჩატარდა ეფექტური გაკვეთილი „სწავლა კეთებით“ მეთოდის გამოყენებით, თემაზე - „სოლომან მორბელაძე“.
მოსწავლეებმა, კლასში, მოაწყვეს მოთხრობის მთელი სიუჟეტის მოკლე, კოსტუმირებული ინსცენირება.
საგაკვეთილო პროცესში ჩართული იყო ყველა მოსწავლე.
„მათ გააცოცხლეს კლასიკური ნაწარმოების პერსონაჟები და გაიაზრეს ნაწარმოების მთავარი სათქმელი - როდის მიეცემა ადამიანს თავის რჩენის შესაძლებლობა ღირსეული, ლეგიტიმური გზებით, სინდისის ქენჯნის გარეშე“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღნიშნულ დღეს მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ზრდის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი