| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას აქტივობა მიეძღვნა.
ღონისძიება დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა და კლასის დამრიგებლებმა გამართეს. დამსწრეთა წინაშე მოკლე წინასიტყვაობით სკოლის დირექტორი რომანი კვაშილავა წარდგა. მან ტრაგიკული მოვლენების შესახებ ისაუბრა.
გარდა ამისა, სკოლაში თითოეული მომიტინგის ღვაწლი აღნიშნეს და მოვლენა ისტორიულ ჭრილში განიხილეს.
„დიდება მათ, ვინც იმედით, მედგრად დახვდება გარე თუ შიდა, უხილავ თუ ხილულ მტერს, ყოველ ღონეს ხმარობს რათა საკუთარი სამშობლოს ღირსება და დიდება ნებისმიერ ფასად დაიცვას და თავის მომავალს გადასცეს! შევეცადოთ ვიცხოვროთ ისე, რომ მათი ამაგი წყალში არ ჩაიყაროს“,- სწორედ ეს სიტყვები გასდევდა ღონისძიებას.
1989 წლის 9 აპრილს თბილისში საბჭოთა არმიამ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია. შედეგად კი, დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
ბმული
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი