სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ეწერის საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა არქტიტექტორს​ უმასპინძლეს
08-04-2024
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. სკოლაში, მოსწავლეთა მოტივაციის, განწყობის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობები და შეხვედრები ეწყობა. 

ამჯერად, სკოლის მეორეკლასელებს არქიტექტორი უტა ჭანტურია ესტუმრათ. ეს დღე ბავშვებისთვის და პედაგოგ მთვარისა ფიფიასთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პატარები დიდხანს ემზადებოდნენ ამ შეხვედრისთვის.

„დავგეგმეთ და შევქმენით ჩვენი საოცნებო ქალაქის მაკეტი, სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების ნაგებობებით, გავიყვანეთ გზები გავაკეთეთ გადასასვლელები, გამაფრთხილებელი ნიშნები, გამოვყავით საპარკინგე ადგილები, სკვერები, მთავარი - შევქმენით მწვანე ქალაქი, სახურავებზე დავაშენეთ ბაღები. შევისწავლეთ ტრადიციული ნაგებობები, კოშკები კუთხეების მიხედვით“, - აღნიშნავს პედაგოგი მთვარია ფიფია.

მოსწავლეებმა ასევე დახატეს სახლები ეზოებით, ხევსურული, სვანური კოლხური კოშკები, ტაძრები.

როგორც გვიყვებიან, მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო იყო ცათამბჯენების გაცნობა, მათ შორის ბურჯ-ხალიფა.

„სახალისო გამოდგა ფერადი მინების სამყაროს გაცნობა, პატარებმა შექმნეს ვიტრაჟები... ასე დახუნძლული შევხვდით არქიტექტორს“ , - გვეუბნება მასწავლებელი.

მოსწავლეებმა მოისმინეს საქებარი სიტყვები, საინტერესო ამბები. მათ აინტერესებდათ, როგორ გაუჩნდა სტუმარს სურვილი არქიტექტორი გამხდარიყო, სად სწავლობდა, როგორ შეძლო ცოდნის რეალიზება, რომელი იყო მისი გამორჩეული ნაგებობა, როგორი იყო მათ ასაკში. აღნიშნულ კითხვებზე ბავშვებმა სრულყოფილი პასუხები მოისმინეს.

პატარებზე, როგორც პედაგოგი აღნიშნავს დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სტუმრის პასუხებმა, რჩევებმა.

სკოლაში შეიქმნა უშუალო ხალისიანი, პოზიტიური გარემო.

შეხვედრას ესწრებოდნენ მშობლები, ეკოკლუბელები.

სასწავლო ნაწილის გამგემ მარიკა კიკალიშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმარს ასეთი საინტერესო ,მოსწავლეებისთვის მეტად საჭირო შეხვედრისთვის,რ ჩევებისთვის და წარმატებები უსურვა მას.

„დღევანდელი დღე ერთ-ერთი ლამაზი მოგონება იქნება პატარებისთვის.იმედს ვიტოვებ ამ პროფესიით დაინტერესება  წლების მერე რომელიმესთვის პროფესია გახდება და უტა ჭანტურიას კომპანიის წევრად ვიხილავთ“, - აღნიშნავს მასწავლებელი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება