სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დანდალოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა საფეხბურთო ტურნირში პირველობა არავის დაუთმო
08-04-2024
-
+


იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ახლახან, სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლის ორგანიზებით, ფეხბურთში შეჯიბრება ჩატარდა. პირველობისთვის იბრძოდა შემდეგი 4 გუნდი :

  • დანდალოს N1 საჯარო სკოლის გუნდი - „არწივები“;
  • დანდალოს საჯარო სკოლის გუნდი - „მერცხლები“;
  • ჯალაბაშვილების საჯარო  სკოლის გუნდი - „პირველი მერცხალი“;
  • ახოს საჯარო სკოლის გუნდი.
თამაშები ძალიან ემოციური იყო და მოთამაშეებს გულშემატკივართა გამამხნევებელი შეძახილები სტიმულს მატებდა, მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და ღირსეულად იასპარეზეს. პირველი ადგილი კი დანდალოს N1 საჯარო სკოლის გუნდმა არავის დაუთმო და გარდამავალი თასი ისევ სკოლაში დარჩა.

აღსანიშნავია, რომ დანდალოს N1 საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისიდან ფეხბურთის წრე ფუნქციონირებს, რომელსაც გამოცდილი ტრენერი - გიორგი შავლიძე ხელმძღვანელობს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, სწორედ მისი დამსახურებაა ღონისძიების ორგანიზება და ბავშვების წარმატება. 

სკოლის დირექცია და მოსწავლეთა  მშობლები მადლობას უხდიან გიორგი შავლიძეს, თავდაუზოგავი შრომისა და პროფესიული პასუხისმგებლობისათვის. დირექცია და მასწავლებლები კიდევ ერთხელ ულოცავენ სკოლის გუნდს გამარჯვებას და უსურვებენ წარმატებას. ასევე, მადლობას უხდიან ყველა გუნდსა და სკოლებს, შეჯიბრებაში მონაწილეობისათვის. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:
 
 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება