სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ეზოში ახალი ასფალტირებული გზა დაიგო
08-04-2024
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლა მოხარულია გვამცნოს სიახლე, რომელიც ეზოს კეთილმოწყობას ეხება. 

სკოლის ეზოში ახალი ასფალტირებული გზა დაიგო. 

აღსანიშნავია, რომ ეზოს კეთილმოწყობაზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიამ იზურნა. 

სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები დიდ მადლიერებას გამოხატავდნენ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გულთან ახლოს მიიტანა სკოლის საჭიროებებზე ზრუნვა.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ჩხეტიანი, მუდმივად ზრუნავენ მოსწავლეთა საჭიროებების მოგვარებაზე - „ისინი ხშირად სტუმრობენ ჩვენს წყალტუბოს N4 საჯარო სკოლას და უხარიათ ყველა სიახლე, რომელიც სასკოლო ცხოვრებაში ხდება“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

გენადი ბალანჩივაძემ და თეიმურაზ ჭეიშვილმა პირადი სახსრებით შეიძინეს სკოლის ბიბლიოთეკისთვის ილუსტრირებული მხატვრული ლიტერატურა და  სკოლის ბიბლიოთეკას გადასცეს.

ასევე, სკოლა დიდი მადლობას უხდის  ჯეირან ომანაძეს, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა გზის დაგების პროცესს, ყველა მუშას, რომლებმაც ოპერატიულად და გულითადად იმუშავეს.

სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ საქმეში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება