სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხონის N2 სკოლის მოსწავლეები, სასწავლო პროექტის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში იმყოფებოდნენ
08-04-2024
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჟამად, სკოლაში სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, მცირე საგრანტო კონკურსში დაფინანსებული პროექტი - „ახალგაზრდა პარამედიკოსები ჯანმრთელობის სადარაჯოზე“ მიმდინარეობს.

მის ფარგლებში, განხორციელებული მეორე აქტივობა ხონის საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში სასწავლო-სამუშაო ვიზიტი იყო. ადგილზე მოსწავლეებს ამავე ცენტრის მორიგე მედდამ ლალა ბაკურაძემ მეგზურობა გაუწია და ინსტრუქტაჟი ჩაუტარდა.

ისინი ადგილზე სამედიცინო ცენტრის ინფრასტრუქტურას გაეცნენ. მედდამ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მნიშვნელობაზე  დეტალურად ისაუბრა.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა ინექცია გააკეთეს, წნევის გაზომეს და სატურაცია დაადგინეს. ასევე, დახმარების სამედიცინო ყუთი დაათვალიერეს.

„მოეწყო სასწრაფო დახმარების მანქანის შიდა მოწყობილობის განხილვა შესაბამისი იმიტირებული სამედიცინო მომსახურების გაწევით. გამოყენებულ იქნა კარდიოგრამის აპარატურა, რაშიც ხალისით ჩაებნენ მოსწავლეები. მადლობა, ამავე სამსახურის თანამშრომელს ელისო ადამიასა და მენეჯერს რეზო ბარაბაძეს საუკეთესო მასპინძლობისთვის“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება