| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პირველადი სამედიცინო დახმარების წესებს საინტერესო პროექტით ისწავლიან.
სამოქალაქო განათლების ფარგლებში, სკოლაში, ახლახან, დაიწყო განხორციელება მცირე საგრანტო კონკურსში დაფინანსებული პროექტის სახელწოდებით - „ახალგაზრდა პარამედიკოსები ჯანმრთელობის სადარაჯოზე“.
„პროექტის მიზანია ახალგაზრდა ბენეფიციარებს შევძინოთ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა პირველადი სამედიცინო დახმარებისა და საგანგებო სიტუაციებში ეფექტიანი და სასარგებლო ქცევის მიმართულებით“,- გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ გრანტის ფარგლებში სკოლა აღიჭურვა საგანგებო სიტუაციების მართვის შესაბამისი ინვენტარით. პროექტში ჩართულნი არიან მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები.
პროექტის პირველი აქტივობა უკვე გაიმართა. პროექტის ხელმძღვანელმა მაია მაჭარაძემ ჩაატარა საჩვენებელი ლექცია, სადაც ხელმძღვანელმა მოსწავლეებთან ერთად განიხილა საკითხის არსი და წარმოადგინა მისი მნიშვნელობის ილუსტრაცია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი