| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები ეროვნულ ფასეულობებზე იზრდებიან. სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამიტომ პედაგოგები მოსწავლეებს საქართველოს ისტორიას სიღრმისეულად დ ხარისხიანად ასწავლიან.
31 მარტს, საქართველოს დამოუკიდებლობის მემორანდუმის დღესთან დაკავშირებით, გიმნაზიის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის ეროვნულ მუზეუმს, რომელიც დაარსდა 2006 წლის 26 მაისს.
მოსწავლეებმა მოინახულეს მუზეუმში დაცული დამოუკიდებელი საქართველოს ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაცია-ანექსიისა (1921 წლის თებერვალი-მარტი) და ანტისაოკუპაციო, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის (1921-1990) ისტორიის ამსახველი მნიშვნელოვანი დოკუმენტური და ფოტომასალა, აგრეთვე, აღნიშნული მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწეთა მემორიალური ნივთები და მათ მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალა.
მოსწავლეები ასევე გაეცნენ 1920-იან-1940-იანი წლების დროს დახვრეტილ და გადასახლებულ მამულიშვილთა სიებს, ქართული ეკლესიის და სასულიერო მოღვაწეთა სასტიკი დევნის შესახებ დოკუმენტურ მასალას.
მოსწავლეებს თან ახლდნენ გიმნაზიის საქართველოს ისტორიის პედაგოგი იოსებ აფაქიძე და კლასგარეშე ღონისძიებების მენეჯერი ნათია პაპინაშვილი.
მოსწავლეებისთვის მუზეუმში სტუმრობა მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა უკეთ გაიაზრეს ოკუპაციის კვალი და სისასტიკე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი