სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ქართული ენის განვითარების მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ“ - დუისის საჯარო სკოლის მოსწავლე მუსლიმ ბორჩაშვილი თემში წიგნიერების გავრცელების სადარაჯოზე
08-04-2024
-
+


ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის მოსწავლე მუსლიმ ბორჩაშვილი თავის რეგიონში წიგნიერების გარცელებაზე ზრუნავს. კეთილშობილურ საქმეს ხალისით ემსახურება, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თანატოლებსაც სხვადასხვა პროექტში რთავს და მოხალისეობრივი საქმიანობისკენ მოუწოდებს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლე პანკისში, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენელი გახლავთ. მოსწავლე ამ კამპანიის ფარგლებში, აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა აქტივობასა და პროექტს.

წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენლებს და ელჩებს მათ რეგიონებში, ნიშნავს გიორგი კეკელიძე ამავე მოძრაობის და „ბიბლუსის“ შემოქმედებითი დირექტორი.

როგორც თავად მოსწავლე გვიყვება, ეს საქმიანობა მისთვის ძალიან საპასუხისმგებლო და მოტივაციის მიმცემია. აღნიშნული საზოგადოების წარმომადგენელი თებერვლიდანაა და თანატოლებთან და მასწავლებლებთან ერთად, მონდომებით ახორციელებს სხვადასხვა აქტივობას. ბავშვებში წიგნის სიყვარულის გაღვივება და თემში წიგნიერების გავრცელება - ეს მისი მთავარი დევიზია, რომელსაც პირნათლად ემსახურება.

„მე უკვე, თებერვლიდან ვარ პანკისის ხეობაში წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენელი. ჯერ ჩემი გუნდი შევქმენი, სადაც გავაერთიანე მოსწავლეები, ადგილობრივი მასწავლებლები. ჩემი გუნდის სხვადასხვა მოხალისე მყავს წარდგენილი სოფლებში. დუისში ცენტრალური ოფისი გვაქვს, სადაც ვმუშაობთ და სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ. მასწავლებლები გვეხმარებიან წიგნების შეგროვებაში, საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოდიან, ჩამოაქვთ წიგნები, ასევე უცხოელებიც. შემდგომ ამ წიგნებს ვანაწილებთ იმ სკოლებსა და ბიბლიოთეკებში, სადაც არ აქვთ მათი შეძენის ფინანსები. ასევე, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებთან გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. ჩვენი სკოლის მასწავლებლების დახმარებით, რამდენიმე პროექტი დავიწყეთ, რომლის ფარგლებში სხვადასხვა მწერალზე პრეზენტაციებს აკეთებენ ბავშვები. ასევე ქართული ენის განვითარების მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. მოგეხსენებათ ჩვენ ვართ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, ამიტომ, მიზნად გვაქვს დასახული, ბავშვებმა, ქართული ენა უკეთ შეისწავლონ. 

მინდა აღნიშნო, რომ ბატონ გიორგისთან მანამდეც ძალიან კარგი თანამშრომლობითი ურთიერთობები მქონდა. პანკისის ხეობაში ხშირად ჩამოდიოდა და მასთან ერთად ვავრცელებდი წიგნებს. საკმაოდ აქტიურად ვიყავი ჩართული პროექტებში, ახლა უფრო ენთუზიაზმით ვაგრძელებ საქმიანობას“, - გვიყვება მოსწავლე.

წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენლების მიზანია მათ თემში გაავრცელონ წიგნიერება და მისი მნიშვნელობა, რომ მეტმა ადამიანმა იკითხოს წიგნები, რა თქმა უნდა წიგნების ჩუქებით და ლიტერატურით სკოლების მომარაგებით.

გარდა ამისა ახალგაზრდებთან და ლიტერატურის მასწავლებლებთან ერთად სხვადასხვა ტრენინგების, აქტივობების და პროექტების ორგანიზება, როგორც სკოლაში ისე სკოლის გარეთ.

წარმომადგენლებს ან ელჩებს რომლებიც ინიშნებიან გიორგი კეკელიძისა და „ბიბლუსის“ გადაწყვეტილებით, დანიშვნისთანავე ეძლევათ საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება