სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„აუტიზმი სიყვარულის გასაღებია“- მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული აქტივობები წალენჯიხის N2 სკოლაში და პედაგოგის გულთბილი გზავნილი
04-04-2024
-
+


წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლა აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, მე-5 კლასის დამრიგებელმა და ინგლისური ენის პედაგოგმა - ანა ჭანიამ მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები ჩაატარა. 

ბავშვებმა ამ დღესთან ერთად, ასევე დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეც აღნიშნეს და სკოლაში საინტერესო ინფორმაციები წარადგინეს.

მოსწავლეები გაერთიანდნენ სლოგანის - „აუტიზმის გასაღები სიყვარულია“ გარშემო და საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს. მე-3 ბ კლასელებმა თემატური ნახატები, პლაკატები შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

მე-5 კლასელებმა კი აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. მათ ისაუბრეს თუ რას ნიშნავს აუტიზმი და მის შესახებ არსებული სტერეოტიპების დამსხვრევაში წვლილი შეიტანეს.

მოსწავლეები სიღრმისეულად გაეცნენ თემის გარშემო არსებულ მოსაზრებებს და ცოდნა აიმაღლეს.

პედაგოგმა - ანა ჭანიამ ამ დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საინტერესო წერილი გამოქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„როდესაც გყავს აუტისტი შვილი ეს ნიშნავს, რომ შენი ცხოვრება ბრძოლაა, ბრძოლაა იმისთვის, რომ როგორმე გამოიყვანო ნაწილობრივ მაინც ამ მდგომარეობიდან, თან უნდა იყო მშვიდი, უნდა ისწავლო, მუდმივად ისწავლო და განათლდე ამ კუთხით, ყოველი დღე უნდა იყოს ფერადი და საინტერესო. უნდა იბრძოლო მისი უფლებებისთვის, უნდა გამოიცნო რა უნდა, რა სტკივა, რა უხარია, რატომ არ ძინავს, რატომ არ ჭამს, რატომ არ ... და ასე შემდეგ დაუსრულებლად... თუ ირგვლივ ისეთი ადამიანები გყავს, ვისაც ეს არ ესმის უნდა აუხსნა და აუმაღლო ცნობიერება აუტიზმის შესახებ. აუტიზმი დაავადებაა არააა აუტიზმი მდგომარეობაა, სადაც სრულყოფილება და ქაოსი ერთმანეთს ეჯახება. აუტიზმი არ არის განაჩენი, აუტიზმი სიყვარულის გასაღებიაა... 

მადლობა უფალს რომ მე ადუს დედიკო მქვია“, - წერს პედაგოგი.

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის განსაკუთრებულ  მადლობას უხდის სკოლის ინგლისური ენის პედაგოგს - ანა ჭანიას. 

იხილეთ ვიდეოები:
ბმული1:
ბმული2


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება