სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღვითორის საჯარო სკოლის მოსწავლეები ხელოვნების სკოლას ესტუმრნენ
04-04-2024
-
+


შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად, V-IX კლასის მოსწავლეები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის - რამაზ შეკილაძის ხელმძღვანელობით, ჭიათურის ხელოვნების სკოლას ესტუმრნენ. ადგილზე მათ ულამაზესი გარემო და ხელოვნების სხვადასხვა ნიმუში დახვდათ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები სამხატვრო სახელოსნოების მოწყობას, მუშაობის სპეციფიკას, კულტურულ ატმოსფეროსა და სამხატვრო სკოლის სასწავლო პროცესის თავისებურობას გაეცვნენ.

სამხატვრო სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებს, მხატვრობის სპეციფიკასთან დაკავშირებით, მინი ლექცია ჩაუტარეს და საშუალება მისცეს ნატურმორტი თავად დაეხატათ.

მათ მუზეუმიც მოინახულეს, სადაც სხვადასხვა საინტერესო ნივთის ისტორიას გაეცნენ. სკოლაში ჭიათურის ხელოვნების სკოლის ადმინისტრაციას დიდ მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება