სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პროფესიამ დამანახა, რომ მასწავლებელი, როგორც შვილებს, ისე მოსწავლეებს ვერ გამოარჩევ“ - რუსუდან სორდია, წალენჯიხის N5 სკოლის პედაგოგი
02-04-2024
-
+


რუსუდან სორდია წალენჯიხის N5 საჯარო სკოლის საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული პედაგოგია. თვლის რომ, მასწავლებელი აუცილებლად უნდა იყოს შემოქმედი, სწორედ ამიტომ მისი ყველა გაკვეთილი საინტერესოა. ის შთააგონებს მოწაფეებს, რომ შეუძლებელი არაფერია და არასდროს იშურებს საქებარ სიტყვებს - ამ ღირებულებებით კი, მოსწავლეებისთვის სამაგალითო მასწავლებელია. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ რუსუდან სორდიასთან: 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- კარგ მასწავლებელს უნდა უყვარდეს თავისი პროფესია. იყოს შემოქმედი, თანამშრომლობითი უნარის მქონე და კარგი მსმენელი.  

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- საგაკვეთილო პროცესში აქტიურ  ჩართულობას,  თანამშრომლობას, მოსმენას და  გააზრებას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- მადლობა.  ჩემო ძვირფასებო. ყოჩაღ, შენ ამ დავალებას კარგად გაართვი თავი!

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- ისევ ჩემს პროფესიას ავირჩევდი.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ალბათ იმ სიტყვებით, რომელიც ხშირად მესმი - „ჩემი კარგი მასწავლებელი“, „ჩემი თბილი მასწავლებელი“.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- დიდ წარმატებად მიმაჩნია, რომ მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში. უყვართ აქტივობები. ყველას შეუძლია დაასახელოს თავისი საყვარელი აქტივობა.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- ყველა ბავშვი ერთნაირად უყვარდა თუ არა მასწავლებელს. ჩემმა პროფესიამ ეს კარგად დამანახა, რომ მასწავლებელი როგორც შვილებს, ისე ბავშვებსაც ვერ გამოარჩევ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება