სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს
04-04-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე მუდმივად ზრუნავენ. პროფესიონალი პედაგოგები, დირექციასთან ერთად, თავს არ ზოგავენ, რათა 21-ე საუკუნის ბავშვებისთვის საგაკვეთილო პროცესი საინტერესო იყოს და ასეთ დროს, მხოლოდ საგნობრივი ცოდნა არასაკმარისია - თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიმნაზიის მოსწავლეები პატრიოტული სულისკვეთებითა და მაღალი მოქლაქეობრივი თვითშეგნებით გამოირჩევიან, იციან ქვეყნის ისტორია და უახლესი წარსულის ისეთი დეტალები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში გარდამტეხი აღმოჩნდა.
 
ახლახან გიმნაზიის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მთაწმინდაზე, მწერალთა და ქართველ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, საქართველოს ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგეს - 31 მარტი ხომ მისი დაბადების და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის ჩატარების დღეა.

ზვიად გამსახურდიას საფლავთან სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გიმნაზიის რექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ აღავლინა.
მან მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მთაწმინდაზე მყოფ საზოგადოებას პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსხურდიას დაბადების 85 წლის იუბილე, საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმისა და დემოკრატიული მრავალპარტიული ადგილობრივი არჩევნების (1991 წ.) დღე მიულოცა.

პანაშვიდის შემდეგ, მოსწავლეებმა ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების საფლავები მოინახულეს, წმიდა დავით გარეჯელის ტაძარი მოილოცეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

მოსწავლეებთან ერთად პანთეონში იმყოფებოდნენ: გიმნაზიის კლასგარეშე მუშაობის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელი - ნათია პაპინაშვილი, პედაგოგები - იოსებ აფაქიძე და თეა ხარაზიშვილი.

ეს გასვილითი ღონისძიება კი იმის დასტურია, რომ გიმნაზიის მოსწავლეები მთავარ ადამიანურ ღირებულებებზე ვითარდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება