სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება და სიყვარულით აღსავსე გზავნილი დედებს 
12-03-2024
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

„მიყვარხარ დედა“-ამ პროექტით დასრულდა კომპლექსური დავალება, რომელზეც მოსწავლეებმა დიდი ინტერესით იმუშავეს და დედის დღეს მიუძღვნეს. 

ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, მასწავლებლის - ლენა უგულავას ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა შეისწავლეს ალეკო შენგელიას ლექსი - „დედა“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ლექსის სათანადოდ დამუშავების შემდეგ, ბავშვებმა მოიძიეს ლექსები და გამონათქვამები დედაზე, შექმნეს ნახატები ხელოვნების მასწავლებლის - ირმა ქუთათელაძის  დახმარებით და დაწერეს საინტერესო ესე.

მოსწავლეთა ნამუშევრებში იკითხება: „მე მსოფლიოში ყველაზე ლამაზი დედა მყავს“, „თუკი რამ კარგია ჩემში, ეს ჩემი ტკბილი დედიკოს დამსახურებაა“, „დედა სიმართლის გზაა“, „დედა რომ არა, არ ვიცი როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება“. როგორც ვხედავთ, თითოელი მოსწავლე, დედისადმი უსაზღვრო სიყვარულს ძალიან ემოციურად და შთამბეჭდავად გადმოსცემს. 

ბოლოს კი, მოსწავლეებმა დიდი ხალისითა და მონდომებით, კედლის გაზეთი გამოუშვეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მშობლები, ისინი დაესწრნენ პრეზენტეციას და მათ ბავშვებმა წაუკითხეს დედისადმი მიძღვნილი ლექსები, სიყვარულით გადასცეს მისალოცი ბარათები და ყვავილები, ბოლოს კი, გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

„გვიყვარდეს ეს საოცარი პიროვნება, სახელად - დედა“, - ამ სიტყვებით დასრულდა პრეზენტაცია.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება