სიახლეები
ეტალონი

„დღეს „ეტალონმა“ კიდევ ერთხელ დაამსხვრია მითი“ - თერჯოლის საუკეთესო მოსწავლე ჩემპიონატის ფინალშია
14-12-2018
-
+


„ეტალონის“ მორიგი ინტელექტ-ჩემპიონატი გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ამჯერად თერჯოლის მუნიციპალიტეტის ჩხარის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც „თერჯოლის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ღონისძიებას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, ვიცე მერი მანუჩარ ფანჩულიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, თერჯოლის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე, რესურსცენტრის უფროსი ქეთევან შეყრილაძე, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის, ბონდო სოფრომაძის თქმით, „ეტალონი“ არღვევს იმ სტერეოტიპს, რომ მხოლოდ ქალაქის მოსწავლეები აღწევენ წარმატებას:

„ეს არის საოცარი პროექტი, რომელსაც არ ყავს ანალოგი საქართველოში. დღეს „ეტალონმა“ კიდევ ერთხელ დაამსხვრია მითი, რომ მხოლოდ ქალაქის მოსწავლეებს აქვთ კარგი განათლება და მხოლოდ ისინი არიან წარმატებულები. ეს არის პროექტი, სადაც ყველა მოსწავლე თანაბარია და მათ აუცილებლად დაუფასდებათ შრომა, რომელსაც განათლების მისაღებად ეწევიან და არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობს ის. დღეს „თერჯოლის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი ჩხარის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ მოიპოვა, რომელსაც მინდა მივულოცო წარმატება. აქვე მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ეტალონს“, რომელსაც ამხელა სიხარული მოაქვს ახალგაზრდა თაობისთვის და უღვიძებს მათ მოტივაციას იყვნენ მეტად განათლებულები, მეტად წარმატებულები“.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ვიცე მერმა, მანუჩარ ფანჩულიძემ მადლობა გადაუხადა „ეტალონს“ მოსწავლეების წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის:

„ჩემი დამოკიდებულება ამ პროექტის მიმართ არის ძალიან დადებითი. მინდა, მივულოცო წარმატება ჩვენი მუნიციპალიტეტის გამარჯვებულს და უღრმესი მადლობა გადავუხადო „ეტალონს“, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვს მოსწავლეების განათლების საქმეში“.

საკრებულოს თავმჯდომარემ, ნინო ჯანელიძემ საკრებულოს ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტი მეტად შეძლებს წარმატებული ახალგაზრდების გვერდში დგომას:

„კონკურსები განათლებაში - ეს ნამდვილად არის ძალიან დიდი მოტივაცია, იყვნენ წარმატებულები და ისწავლონ უკეთესად. ადამიანურად ძალიან სასიამოვნო ემოციაა, როცა ამდენ განათლებულ, მოტივირებულ ახალგაზრდას ხედავ და ჩვენც, თვითმმართველობაც ყოველთვის ვცდილობთ მათ სტიმულირებას. ჩემს მისასალმებელ სიტყვაშიც აღვნიშნე, რომ ახალი წლიდან თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა და ძალაში შევა ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიების დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესი, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ორგანიზებული სახე მივცეთ წარმატებული მოსწავლეების წახალისებას".

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ქეთევან შეყრილაძემ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინტელექტ-ჩემპიონატის მიმართ მოსწავლეთა ინტერესსა და მზაობაზე ისაუბრა:

„დღევანდელი ჩემპიონატის მიხვედით თუ ვიმსჯელებთ, დამეთანხმებით, ალბათ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტს ეს პროექტი განსაკუთრებით უყვართ. მოსწავლეები დიდი ხნით ადრე იწყებენ ჩემპიონატისთვის მზადებას და მათთვის ეს დღე განსაკუთრებულ ემოციებთან არის დაკავშირებული. „ეტალონში“არა მხოლოდ მოსწავლეთა შრომა, არამედ პედაგოგებისა და ზოგადად სკოლების წარმატებისთვის მზაობა ფასდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს ახალგაზრდა, მას სჭირდება შესაბამისი ნიადაგი ამ ნიჭის რეალიზებისათვის. შესაბამისად, სკოლები ყოველთვის მზად არიან, იყვნენ პირველები და მათმა მოსწავლეებმა მიაღწიონ წარმატებებს“.

„თერჯოლის ეტალონი მოსწავლის" სტატუსი ჩხარის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ, ქრისტინე ჩიტიძემ მოიპოვა, რომლისთვისაც ჩემპიონატის ფინალი განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა და „ეტალონი მოსწავლის“ სახელისა და გვარის გამოცხადებას ცრემლებით შეხვდა:

„ძალიან მიჭირს სიტყვებით გადმოგცეთ ჩემი ემოციები. კიდევ ვერ ვიჯერებ, რომ დღეს „ეტალონი მოსწავლე“ მქვია. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პროექტს ამ დღისთვის, რომელიც ძალიან ემოციური იყო და არასოდეს დამავიწყდება. უბედნიერესი ვარ.“

გამარჯვებული სკოლის ჩხარის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა, კობა ბარდაველიძემ აღნიშნა, რომ გამარჯვებული მოსწავლის მშობლიური სკოლა ყოველთვის განსაკუთრებით ემზადება „ეტალონისთვის“:

„რამდენიმე წელია, ჩვენი სკოლა აქტიურად მონაწილეობს „ეტალონის“ ჩემპიონატებში. ყოველთვის ვხვდებოდით ათეულში და ძალიან მიხარია, რომ წელს სწორედ ჩვენი სკოლის მოსწავლე გახდა „თერჯოლის ეტალონი მოსწავლე“. ეს არის ბრწყინვალე პროექტი, რომელიც მოსწავლეებს უჩენს მოტივაციას წარმატებებს მიაღწიონ. დიდი მადლობა ბატონ გოჩასა და „ეტალონს“იმ სიკეთისთვის, რაც მას ახალი თაობისთვის მოაქვს“.

შეგახსენებთ, „ეტალონი“ 2018-2019 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და „ეტალონ მოსწავლეებს“ადგილზევე გამოავლენს.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი უკვე მრავალი წელია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საგანმანათლებლო სფეროში
სამივე მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს - სვანეთში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
სვანეთში მეორე მოზარდის ცხედარი პატარა ჰესთან იპოვეს - მესამე მოზარდს კვლავ ეძებენ
პროგრამების დასრულების შედეგად, გაიცემა პროფესიული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან
სწავლების მეთოდების შემოწმება რესურსცენტრის კომპეტენციაში არ შედის - დოკუმენტი
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლამ, უცხო ენების კათედრის სახელით, მონაწილეობა მიიღო English Book Education-ის სააღდგომო გათამაშებაში
 
პროექტში მე-6, მე-7 და მე-8 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
 
საინტერესო
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
სიახლეები
საზოგადოება