გაიცანით აბულის საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე ხონარჰი კშაშიკიანი
გაიცანით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის აბულის საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლე ხონარჰი კშაშიკიანი. ის სკოლის მეცხრე კლასის წარჩინებული და წარმატებული მოსწავლეა, მონაწილეობს კონფერენციებში, კონკურსებსა და ვორქშოფებში.
ხონარჰი სწავლასთან ერთად ხატავს კიდეც.
„მისი ნახატები საოცრად გამორჩეულია და ამით მთელი სკოლის ყურადღება მიიპყრო“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები