სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ 2018-2019 ინტელექტ-ჩემპიონატი დაიწყო - დღეს „ცაგერის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება
03-10-2018
-
+


სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად დღეს ცაგერს სტუმრობს, სადაც ამ წუთებში  ცაგერის საჯარო სკოლაში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მიმდინარეობს. 

ინტელექტ-შეჯიბრში ცაგერის რაიონის ყველა სკოლიდან 70 გამორჩეული ახალგაზრდა მონაწილეობს.

ღონისძიებას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - მიხეილ მეშველიანი,  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე - გიორგი გუგავა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდული სამსახურის საქმეთა უფროსი - გოგი კვირიკაშვილი, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

თამაშის დაწყებამდე 2017-2018 სასწავლო წლის ცაგერის ეტალონ მოსწავლეს, ნინო სილაგაძე „ეტალონის ოქროს ფონდის“ წევრი გახდა და დიპლომი გადაეცა. მის მშობლიურ ლაცარიის საჯარო სკოლას კი ოქროს დიპლომი, ეტალონი-მოსწავლის აღზრდისთვის.

სპეციალური სიგელები გადაეცათ იმ მოსწავლეებსაც, რომლებმაც ინტელექტ-ჩემპიონატის  პირველ ტურში 51 ქულიანი ბარიერი გადალახეს.

ცაგერის ინტელექტ-ჩემპიონატში დამსწრეთა დიდი რაოდენობის გამო, მონაწილეებს ბავშვები ფანჯრიდანაც გულშემატკივრობენ.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია, პირველ,  მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს, ფულად ჯილდოს 250-200-150 ლარის სახით გადასცემს.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებენ: ანდრია ხაბულიანი, ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლე, დაჩი კალანდაძე, ცაგერის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე, ნანო ჭაბუკიანი, ცაგერის წმიდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის VII კლასის მოსწავლე, ლიზი სვანიძე, ცაგერის წმიდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის მოსწავლე და ცაგერის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ახალი თაობა“ 


კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

გაიზარდა პროფესიების ჩამონათვალი, რომლებიც იშვიათად, დეფიციტურად და მაღალანაზღაურებადად ითვლება

მასწავლებლის  გამოცდებზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია

სასწავლო პროცესის მონიტორინგისა და მართვისთვის - რა მონაცემები უნდა შევამოწმოთ ელექტრონულ ჟურნალში 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დედაენის სიყვარულით შექმნილი კალიგრაფიული სილამაზე - იანეულის სკოლის მოსწავლეთა წარმატება კონკურსზე

„როცა ბავშვები დედამიწას იცავენ“ - ქუთაისის N20 სკოლის შთამაგონებელი ეკო-დღე მოეწყო

ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღსანიშნავად მოსწავლეების შთამბეჭდავი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

„ჟვანიას სკოლის როლი“ - ეშტიის მეორე საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

პროექტის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში, სკოლას საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ
 
საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება