სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ თავდაჯერებულობასა და ცოდნას ავითარებს“ - თელავში 2018-19 სასწავლო წლის პირველი შესარჩევი ეტაპი ჩატარდა
28-09-2018
-
+


საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ I ეტაპი-ტესტირებები დაიწყო. აღნიშნული 26 სექტემბერს თელავის მუნიციპალიტეტში ჩატარდა. II ეტაპი კი უკვე 11 ოქტომბერს გაიმართება. სამზადისში საგანმანათლებლო სექტორთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებაცაა ჩართული.  

Etaloni.ge  ღონისძიებების შესაფასებლად კონკურსში ჩართულ პირებს დაუკავშირდა, რომელთაც „ეტალონის“ I ეტაპის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ფიქრია ყუშიტაშვილი:

ღონისძიებასთან დაკავშირებით საორგანიზაციო დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს. ყველა სკოლა, რომელიც მეორე ტურში გადავა, ერთმანეთს შეეჯიბრება. ეს პროექტი, რომელიც წლებია მიმდინარეობს, ახალგაზრდებში საკმაოდ პოპულარულია. მისი არსი კი უცვლელი დარჩა-ეს არის ცოდნის, ინფორმაციის, საზრიანობისა და ნებისყოფის გამოცდა. შესაბამისად, ის მოტივაციას ქმნის, რომ მოსწავლეებმა მეტი ცოდნა მიიღონ, რაც ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია. 

თელავის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ლევან მრელაშვილი:

მეორე ეტაპის ღონისძიებისთვის მუნიციპალიტეტი აქტიურად ვემზადებით. სულ 530-მა ბავშვმა მიიღო „ეტალონის“ I ეტაპის ტესტირებაში მონაწილეობა, აქედან ბარიერი 250-მა გადალახა. გვსურს, რომ ეს ღონისძიება კარგად ჩავატაროთ. ის, რომ მეორე ტურში მონაწილეთა 47 პროცენტი გადავიდა, გულისხმობს იმას, რომ ბავშვები ამ პროექტით დაინტერესებულნი არიან და გულდასმით ემზადებიან. პედაგოგებმაც კარგი სამუშაოები გასწიეს. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი მოწაფეებს ცოდნის განვითარებაში უწყობს ხელს.

კისისხევის საჯარო სკოლა, დირექტორი ლიანა ერგემლიძე:

ტესტირებამ ორგანიზებულად ჩაიარა და მოსწავლეებმა ცოდნა მაქსიმალურად გამომაჟღავნეს.  აღნიშნულით ყველა კმაყოფილია. მეორე ტურში გადასულებს აუცილებლად ვუგულშემატკივრებთ. რაც შეეხება თავად პროექტს, ის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეებს ცოდნის გამომჟღავნების მეტი სტიმული აქვთ. 

კისისხევის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ლია გრძელიშვილი:

ტესტირებამ კარგ გარემოში, საინტერესოდ ჩაიარა. მონაწილენი მეორე ტურს მეტი მოტივაციით ელიან. საგულშემატკივროდაც ვემზადებით. ამ პროცესში ყველა პედაგოგი ჩართულია, რომ მოსწავლეები უფრო მეტად მოამზადონ. „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატი ბევრის მომცემია და ამისთვის მის ხელმძღვანელებს მინდა მადლობა გადავუხადო.  

წინანდლის საჯარო სკოლა, დირექტორი ვენერა ჩიკვაიძე:

ტესტირებამ ძალიან კარგი განწყობის ფონზე, მშვიდ გარემოში ჩაიარა. მოსწავლეები მეტად მოტივირებულნი არიან. მეორე ტურისთვის შესაბამისად ვემზადებით, რადგან მოსწავლეებმა ნახეს, რომ წარმატებას მიაღწიეს. პროექტით ბავშვები ხედავენ, რომ მათით დაინტერესებულნი არიან, ჩვენც მოგვწონს, რომ მოწაფეების ცოდნა მოწმდება. საერთო ჯამში, მნიშვნელოვანი პროექტია. 

წინანდლის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნიკოლოზ ნიკოლაიშვილი:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მოსწავლეებმა მას თავი მშვენივრად გაართვეს. მაღალი ქულებიც დაიწერა. ბავშვებმა საკუთარი თავი გამოავლინეს. მეორე ტურისთვისაც აქტიურად ვემზადებით. პროექტი ბავშვებს არამხოლოდ ცოდნის, უნარების გამოვლენაშიც ეხარება და აჩვენებს მათ, თუ რა შესაძლებლობები აქვთ. 

თეთრიწყლების საჯარო სკოლა, დირექტორი ასმათ არაბული:

ტესტირება ძალიან კარგად ჩატარდა. ბავშვებმა იაქტიურეს. ვფიქრობთ, რომ წარმატებულადაც  ჩააბარეს. მეორე ტურისთვის საგულშემატკივროდ ვემზადებით, მონაწილეებს მოსწავლეები გაამხნევებენ. ეს პროექტი ინტელექტის ასამაღლებლად ძალიან კარგია, ამავდროულად, ბავშვები უფრო თავდაჯერებულნი ხდებიან. 

თეთრიწყლების საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ირმა ჩიტაშვილი:

ტესტირებამ მშვიდობიანად, სასიამოვნო გარემოში ჩაიარა. მოსწავლეები პოზიტიური განწყობით  მეორე ტურისთვის ემზადებიან. ეს პროექტი მონაწილეების განვითარებასა და თავდაჯერებეულობას უწყობს ხელს. 

ართანის საჯარო სკოლა, დირექტორი თინათინ ბიჭოლაშვილი:

ტესტირება ორგანიზებულად, მშვიდ გარემოში ჩატარდა. კარგი ქულებიც დაიწერა. მონაწილეებს მეორე ტურშიც ვუგულშემატკივრებთ და მათ მოსწავლეები გაამხნევებენ. ამ ჩემპიონატით მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავების მოტივაცია უჩნდებათ. 

ართანის საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი ნესტან ხეჩიაშვილი:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა. მოსწავლეებმა საკმაოდ იაქტიურეს. ბავშვები მეორე ტურისთვის  მოტივირებულნი არიან. ეს პროექტი მათ განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებას უწყობს ხელს. 

თელავის N5 საჯარო სკოლა, დირექტორი ლია ლეშკაშელი:

ტესტირებამ ძალიან კარგად ჩაიარა. მონაწილეობა მრავალმა მოსწავლემ მიიღო. ბავშვები მეორე ტურისთვის აქტიურად მეცადინეობენ. სწავლის მოტივაციის ამაღლებას, თავდაჯერებულობას -ეს პროექტი ამ თვისებების განვითარებას უწყობს ხელს და მე პირადად ძალიან მომწონს. 

თელავის N3 საჯარო სკოლა, დირექტორი ნინა როსტომაშვილი:

მეორე ტურისთვის აქტიურად ვემზადებით. პროექტი ძალიან კარგია და მოხარულები ვართ, რომ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართულები ვართ. 

თელავის N3 საჯარო სკოლა, „ეტალონის“ პედაგოგი თამარ თათილაშვილი:

ტესტირებამ კარგად ჩაიარა, ბავშვებმაც კარგად გაართვეს თავი. მეორე ტურისთვის ვემზადებით, რომ მონაწილეებს აქტიურად ვუგულშემატკივროთ. მოსწავლეებისთვის ძალიან კარგი პროექტია, რადგან მეტი ინფორმაციის მიწოდებას უწყობს ხელს. 

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-19 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი-ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება