სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

დედოფლისწყაროს სკოლების მოსწავლეთა საყურადღებოდ!
25-09-2018
-
+


 26 სექტემბერს დედოფლისწყაროს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის ტესტირება ჩატარდება. 

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ჩემპიონატში ჩართული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა უკვე ინფორმირებულია.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად სკოლებში ჩატარდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვა დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია.

შესარჩევ ტურს თითოეულ სკოლაში „ეტალონის“ პედაგოგები გაუწევენ ორგანიზებას. ისინი დააკვირდებიან ტესტირების პროცესს და შეაფასებენ მოსწავლეთა ტესტებს.

II ეტაპზე გადასული მოსწავლეები 10 ოქტომბრის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას და ერთმანეთს „დედოფლისწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან. 

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2018-2019 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს. 

კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში გაიმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს. კონკურსი ივნისში გრანდიოზული ფინალით დაგვირგვინდება.

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 36 99 45 მოგვწეროთ Facebook-ზე ან შეავსოთ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა.


კომენტარები


სკოლები

ღონისძიებაზე პედაგოგებმა სკოლის ისტორია გაიხსენეს 

ტრენინგს სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები ესწრებოდნენ 
სპექტაკლი ნაადრევ ქორწინებასა და ქალთა მიმართ ძალადობას ეხება
სიახლეები
სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები ირინა აბულაძის ბრძანებით დამტკიცდა
2019 წლისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამები
2019 წლის ბოლომდე მანდატურის თანამშრომლები უსაფრთხოებას 588 სკოლაში დაიცავენ
საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში მობილობის უფლება აქვთ
საინტერესო
სულ მალე 2019 წელი დადგება და სანამ ის ცხოვრებისა და მოდის ახალ ტენდენციებს 
ამჯერად ყველაზე გამორჩეულ საახალწლო სიმღერებს შემოგთავაზებთ
ახალის წლის მოახლოებასთან ერთად სკოლასა და ბაღში ზეიმების სეზონი იწყება
ეტალონი
ინტელექტ-ჩემპიონატში ხონის მუნიციპალიტეტის სკოლების გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
ხონის რესურსცენტრში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, izrune.ge-ს პრეზენტაცია 
ძალიან მიხარია, რომ ამ პატარა რაიონიდან ამდენი ბავშვი იბრძოდა „ეტალონი მოსწავლის“ სტატუსის მოსაპოვებლად
საზოგადოება