სიახლეები


„ბავშვს, რომელსაც სამყაროს შეცნობის სურვილი აქვს, შრომისმოყვარეა, მხოლოდ კომპიუტერი არ ეყოფა და აუცილებლად მიუჯდება წიგნებს“
08-08-2018
-
+


ქართველი მწერალი და პოლიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ თუ ბავშვს ინტერესი არ აქვს, წიგნების კითხვას ვერაფრით შევაყვარებთ, არადა, ეს ისეთი ემოციაა, მის გარეშე კარგ ადამიანად ჩამოყალიბება რულია. 

დავით ზურაბიშვილმა Etaloni.ge-ს ის წიგნები ჩამოუთვალა, რომლებმაც მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს.

– მსოფლიო ლიტერატურას თუ გადავხედავთ, შესანიშნავი ავტორია ასტრიდ ლინდგრენი. ნებისმიერი მისი წიგნი, ეს იქნება „პეპი გრძელიწინდა“, კარლსონი“ თუ  „ემილის თავგადასავალი“, ყველა შედევრია. სკოლის ასაკში ეს აუცილებლად უნდა წაიკითხონ ბავშვებმა.

– ანუ დაწყებით კლასებში ლინდგრენის წაკითხვა სჯობს?

– არა მარტო დაწყებით კლასებში. თინეიჯერებისთვისაც მშვენიერი საკითხავია. სკოლის დამთავრების შემდეგაც თუ წაიკითხავენ და ბავშვობას გაიხსენებენ, სულაც არ იქნება ცუდი. უდავოდ დიდი მწერალია ლინდგრენი.

ასევე, აუცილებელი მგონია, თინეიჯერობის ასაკში ალექსანდრე დიუმას „სამი მუშკეტერის“ წაკითხვა. ეს წიგნი ადამიანის განვითარებას უწყობს ხელს. ეს არ არის მხოლოდ საფრანგეთისა და ევროპის ისტორიულ რეალობაზე. დაძაბული სიუჟეტებია, მოქმედებაა, დინამიკა... მეგობრობაზე, სიყვარულზე და ასეთ მარადიულ გრძნობებზეა, რომელიც ძალიან სჭირდება ახალგაზრდას, რომ საკუთარ თავში განიმტკიცოს ეს ღირებულებები. 

წიგნთა აუცილებელ ნუსხაში შევიტანდი ჯოან როულინგის „ჰარი პოტერს“. იწყება, როგორც საბავშვო, პატარა ბავშვისთვის და მთავრდება, როცა მოზრდილობაში გადადიხარ. ანუ თინეიჯერების ასაკშიც კარგი წასაკითხია. ჰარი პოტერიც იზრდება. ჩემმა შვილმა თქვა, მე და ჰარი პოტერი ერთად გავიზარდეთო. მისი ახალი წიგნი გამოდიოდა და თან მივყვებოდით. როგორც ადამიანი იზრდება, ისე იზრდება პერსონაჟი და ისე შემოდის ახალ-ახალი რაღაცებით, სრულიად თავსმოუხვევლად და ძალდაუტანებლად. 

ბავშვობის ასაკში აუცილებლად წასაკითხია მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავალი“. მისი „ჰეკლბერ ფინი“ უფრო მოზრდილობის ასაკში უნდა წაიკითხო. მარკ ტვენის წაკითხვა აფართოებს თვალსაწიერს, განახებს, რომ მთელ სამყაროში ბავშვები ერთნაირები არიან, ყველას რაღაც ერთი და იგივე პრობლემები და სურვილები აქვთ და ჰგვანან ერთმანეთს. გემოვნებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებაშიც ეხმარება ბავშვს. ეს არის ყველა თაობის ერთ-ერთი საყვარელი წიგნი. 

რაც შეეხება ქართულ ლიტერატურას, ვფიქრობ, „ვეფხისტყაოსანი“ უფრო სკოლის მერე წასაკითხია და არა სკოლაში, თუ გინდა, რომ ესთეტიკური სიამოვნება მიიღო. ვერ ვიტანდი სკოლის ასაკში. ვკითხულობდი და ნახევარზე მეტი არ მესმოდა, ვერ ვიგებდი რაც ეწერა შიგნით. ვერანაირ სიამოვნებას ვერ ვიღებდი, არადა, გაგონილი მქონდა, რომ გენიალური ნაწარმოებია. ბავშვი როცა ხარ და წინასწარ იცი, რომ გენიალური ნაწარმოებია და ამ დროს არ მოგწონს... ვფიქრობდი, მე ვერ ვარ კარგად-მეთქი, მაგრამ მოზრდილ ასაკში, როცა გაცილებით მეტი ინფორმაცია და გამოცდილება გაქვს დაგროვილი, სრულიად სხვა ეფექტი ჰქონდა, რომ წავიკითხე. მართლა ხვდები შოთა რუსთაველის გენიალურობას. დროზე ადრე რომ ადამიანს რაღაცას მიაწვდი, ის შეიძლება ვერ გაიგოს და მერე საერთოდ აღარც გაიხედოს მისკენ. სტუდენტობის ასაკში და უფრო გვიანაც რომ არ წამეკითხა, ნამდვილად ვერ შევიგრძნობდი მის გენიალურობას. 

ბევრი ქართული ნაწარმოებია ასეთი, სკოლის ასაკში რომ ვერ გაიგებ, თუმცა ამ დროს აუცილებლად უნდა წაიკითხო ვაჟა–ფშაველა. „ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ–მასპინძელი“ დიდი პოემებია და ისინი სკოლის ასაკშიც უნდა წაიკითხო, სკოლის მერეც და სიბერეშიც. ვფიქრობ, არა მარტო ქართველმა, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებმა რომ წაიკითხოს, ცხოვრებაში გამოადგება და გაამდიდრებს მის თვალსაწიერს.

– როგორია ხოლმე თქვენი ემოცია, როდესაც კარგ წიგნს კითხულობთ?

– როცა კარგ წიგნს კითხულობ, უდიდეს სიამოვნებას იღებ. წიგნი არ უნდა იკითხო იმისთვის, რომ იტანჯო და იწვალო. პირველ რიგში, სიამოვნებისთვის უნდა კითხულობდე. შემეცნების, ახლის გაგების სურვილი უნდა გქონდეს. ზოგიერთი ნაწარმოების გმირი ხდება შენი ცხოვრების აბსოლუტურად განუყოფელი ნაწილი. გურამ დოჩანაშვილმა თქვა, კარგი წიგნის წაკითხვის შემდეგ ცოტა უფრო უკეთესი ხდები, ვიდრე მანამდე იყავიო. გარდა იმისა, რომ უკეთესი ხდები, წიგნი გეხმარება სამყაროს შეცნობაში. ლიტერატურული ნაწარმოებები, რაზეც არ უნდა მოგითხრობდეს, ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. 

– როგორ შეიძლება მშობელმა შეაყვაროს ბავშვს კითხვა?

– მე ისეთი მოსაზრება მაქვს ამ თემაზე, არ მიჯერებენ ხოლმე გარშემო მყოფნი. ბავშვს კითხვას ვერ შეაყვარებ, შეუძლებელია ამის გაკეთება. ჩემთვის არავის შეუყვარებია, მე თვითონ შემიყვარდა. ძალდატანებით, პირიქით, შეიძლება შეაძულო კიდეც კითხვა. დღეს წიგნებს ბევრი კონკურენტი ჰყავს – კომპიუტერი, ინტერნეტი... წიგნი კი მაინც შეუცვლელია. ბავშვს, რომელსაც სამყაროს შეცნობის სურვილი აქვს, შრომისმოყვარეა, მხოლოდ კომპიუტერი არ ეყოფა და აუცილებლად მიუჯდება წიგნებს. ზოგი უფრო გვიან იწყებს წიგნის კითხვას, ზოგი – უფრო ადრე, ზოგი ცოტას კითხულობს და ზოგი მეტს. შეიძლება მშობელმა უკითხო ბავშვს წიგნი, რომ იქნებ შეაჩვიოს და მეც ვცდილობდი, ვუკითხავდით ბავშვებს წიგნებს, მაგრამ ბავშვმა თვითონ თუ არ მოინდომა, მშობელი მაინც ვერაფერს გახდება. 

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი უკვე მრავალი წელია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საგანმანათლებლო სფეროში
სამივე მოსწავლე გარდაცვლილი იპოვეს - სვანეთში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
სვანეთში მეორე მოზარდის ცხედარი პატარა ჰესთან იპოვეს - მესამე მოზარდს კვლავ ეძებენ
პროგრამების დასრულების შედეგად, გაიცემა პროფესიული დიპლომი, რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების ატესტატთან
სწავლების მეთოდების შემოწმება რესურსცენტრის კომპეტენციაში არ შედის - დოკუმენტი
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათის საჯარო სკოლამ, უცხო ენების კათედრის სახელით, მონაწილეობა მიიღო English Book Education-ის სააღდგომო გათამაშებაში
 
პროექტში მე-6, მე-7 და მე-8 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
 
საინტერესო
მასწავლებლების ემოციები ხშირად მოსწავლეებზეა დამოკიდებული. მაგალითად, პედაგოგები, რომლებიც თავიანთი მოსწავლეებით ამაყობენ, შეიძლება მეტად თავდაჯერებულები, აჟიტირებულები, აქტიურები იყვნენ
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
სიახლეები
საზოგადოება