| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვალი გაიხსენეს.
საბჭოთა ოკუპაციის დღეს სკოლაში კვირეული მიეძღვნა. მოსწავლეებმა 25 თებერვლის ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრეს და სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ბავშვებმა შექმნეს უამრავი თემატური პლაკატი. მოსწავლეები, კვირეულის ფარგლებში, იძიებდნენ, კითხულობდნენ, ქმნიდნენ პრეზენტაციებს.
მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ 1921 წლის 18-25 თებერვალი ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცლებია. მოსწავლეებისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის პედაგოგების აზრით, აუცილებელია ამ თაობამ გაითავისოს და ემოციურად აღიქვას 1921 წლის თებერვლის მოვლენები, რათა არ განმეორდეს წარსული.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. 102 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შემოიჭრა, ქალაქი აიღო და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სტუდენტები „ველქამზე“ სავარაუდოდ ნარკოტიკით მოიწამლნენ
სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფლი თახნა წინა წელთან შედარებით შემცირებულია
განსაკუთრებული ყურადღება, ტრადიციულად, პირველკლასელებს დაეთმო
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ