სიახლეები
სიახლეები, პიროვნება

ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია დაარსების 149 წელს აღნიშნავს
08-02-2024
-
+


ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიას დღეს, 8 თებერვალს, დაარსების 149 წელი შეუსრულდა. გიმნაზიის ისტორიის, მისი განვითარებისა და სახეცვლილებების შესახებ აღმასრულებელი დირექტორი, დეკანოზი, პავლე ცერცვაძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ 1875 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს დაარსდა, ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია, თავდაპირველად საერო (სამინისტრო), შემდეგ დაბის №1 საშუალო სკოლა და ამჟამად სასულიერო გიმნაზია ერთ-ერთი უძველესი სასწავლებელია არა მარტო ზემო იმერეთში, არამედ მთელს საქართველოში.

გიმნაზიის კურსდამთავრებულებმა მეოცე საუკუნის საქართველოს მეცნიერებისა და კულტურის დარგში უდიდესი წვლილი შეიტანეს. კურსდამთავრებულთა შორის იყვნენევგენი ხარაძე, რეზო თაბუკაშვილი, გივი აბაშიძე, უამრავი პროფესორ/მასწავლებელი ა.შ.

გიმნაზიამ განვითარების რამდენიმე ეტაპი გაიარა, სხვადასხვა დროს იგი იყო 2 წლიანი, 7 და 8 წლიანი სასწავლებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების დაარსებას გაზეთი  „დროება“ გამოეხმაურა 1881 წლის 6 ნოემბრის ნომერში გამოეხმაურა - „ეს არის არამარტო შორაპნის მაზრაში არამედ მთელს საქართველოში არსებული უძველესი სკოლა“.

გიმნაზიის ფოტოები გარემონეტებამდე: 

  

არაერთი გამოწვევის მიუხედავად, დაარსების დღიდან სკოლას ფუნქციონირება არ შეუწყვიტია. ბოლოს, 2000 წელს გიმნაზიის N1 საშუალო სკოლა დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, ამ პერიოდში დადგა საკითხი რომ უნდა გაუქმებულიყო სკოლა, თუმცა მაშინდელმა დირექტორმა, ლამარა კურტანიძემ პედაგოგიურ კოლექტივთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს საპატრიარქოსთვის მიემართა, რათა, მათ შეეფარებინათ სკოლა და არ გაუქმებულიყო, საბოლოოდ ასეც მოხდა. ამიტომაც დიდი მადლლიერებით მინდა, მადლობა გადავუხადო, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, რომელმაც არ დაუშვა საგანმანათლებლო დაწესებულების დახურვა.

ხაზგაზსმით მინდა აღვნიშნო, ქალბატონო ლამარა კურტანიძის ღვაწლი და მე, როგორც გიმნაზიის ახლანდელმა დირექტორმა მადლობა გადავუხადო მას და მის პედაგოგიურ კოლექტივს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის. რომ არა, მათი გვერდში დგომა და მზაობა ეს არ მოხდებოდა“, - გვეუბნება გიმნაზიის დირექტორი.

დეკანოზი პავლე ცერცვაძე, გიმნაზიის განვითარების პერიოდსაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ 2015 წლიდან გიმნაზიამ სრულად დაიწყო განახლება, როგორც ინფრასტრუქტურული ისე ტექნიკური მიმართულებით.

გიმნაზიამ არაერთი გამოწვევა დაძლია, სირთულეები იყო ინფრასტრუქტურული თვალსაზრისითაც, თუმცა როგორც ქვეყანას ევლინება იმედისმომცემი ადამიანი, 2015 წელს ისე მოევლინა ჩვენს გიმნაზიას მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი ხაჩიძე. მეუფემ ყველა რესურსი მიმართა საგანმანათლებლო დაწესებულებისკენ, რათა გიმნაზიაში დასაქმებულ პედაგოგებსა და მოსწავლეებს მაქსიმალური კომფორტი შეჰქმნოდათ.

გიმნაზია გარემონტების შემდგომ:
     

მეუფე მელქისედეკის მოსვლის შემდგომ გიმნაზიიის შენობა ძირეულად გარემონტდა, პედაგოგებს რომლებსაც სახელფასო დავალიანება ჰქონდათ ერთიანად აუნაზღაურდათ დავალიანება. გამოსწორდა და გაიზარდა მათი ანაზღაურება. დამონტაჟდა მზის პანელები, მოეწყო ამფითეატრი, სპორტული მოედანი...

მოგეხსენებათ, გიმნაზია კერძო სკოლის სტატუსით სარგებლობს და არ ეხება ის შეღავათები და სარგებლი რომელიც საჯარო სკოლის მოსწავლეებს აქვთ, გულისხმობ პირველკლასელთა ბუკებს, ტრანსპორტირებას და ა.შ. თუმცა მეუფე მელქისედეკის ფინანსური დახმარებით დღეს ჩვენს მოსწავლეები ყველა საჭირო ინვენტარით არიან აღჭურვილი. პირველკლასელებს ურიგდებათ ლეპტოპები, მოსწავლეებს ემსახურებათ კომფორტული ტრანსპორტი, საკლასო ოთახები კი აღჭურვილია ე.წ. ჭკვიანი დაფებით. ჩვენ კარგად გვესმის რომ მოსწავლეთა სრულფასოვანი განათლებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ფეხი ავუწყოთ თანამედროვე მიდგომებსა და სტანდარტებს, ამიტომაც თამამად შეგვიძლია ვთქავთ, რომ ამ მიმართულებით გიმნაზია ნამდვილად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. ამის დასტურად ისიც შემიძლია აღვნიშნო რომ უკვე მესამედ, წარმატებით გავიარეთ ავტორიზაცია, ყოველგვარი შენიშვნების დათქმებისა და გამოსასწორებელი პერიოდების გარეშე.

   

აქვე მინდა ისიც გითხრათ, რომ სამომავლოდ გიმნაზიაში იგეგმება ბიბლიოთეკის გახსნა, სადაც მოეწყობა ლიტერატურული საღამოები და მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ კიდევ უფრო მეტი დრო დაუთმონ თვითგანვითარებას“, - აღნიშნავს დეკანოზი და ყურადღებას პედაგოგთა კვალიფიკაციაზე და მოსწავლეთა მიღწევებზე ამახვილებს.

„გიმნაზიაში არსებული პედაგოგები გამოირჩევიან პროფესიონალიზმით, ჩვენი პედაგოგები აქტიურად არიან ჩართული კარიერული წინსვლის სქემაში, იმაღლებენ სტატუსს და გადიან გადამზადებებს. რაც თავის მხრივ მოსწავლეთა შედეგებზეც აისახება: 2021-2022 წელს კურსდამთავრებული მოსწავლეებიდან 7-მა მოიპოვა ოქროს მედალი. ჩვენი მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ და საპრიზო ადგილებს იკავებენ  ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში, ასევე მონაწილეობას იღებენ და იმარჯვებენ ხარაგაულის კონკურსის გამარჯვებულები“, - გვეუბნება გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი.

დეკანოზი პავლე ცერცვაძე მადლიერი იმ ადამიანების, რომლებმაც დაარსეს გიმნაზია, რომლებმაც იშრომეს და ყველაფერი იღონეს რათა ხარაგაულში ყოფილიყო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მომავალი თაობების განათლებაზე იზრუნებდა და ქვეყანას ღირსეულ მამულიშვილებს აღუზრდიდა.

„კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა, გადავუხადო იმ ადამიანებს რომლებმაც 149 წლის წინ დაარსეს ჩვენი გიმნაზია. მადლობა იმ პიროვნებას, რომელსაც პირველად გაუჩნდა გიმნაზიის დაარსების იდეა და საქმედ აქცია, მადლობა პირველ ხელმძღვანელებს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს.

ასევე, დიდი მადლიერებით და სიხარულით მინდა მივულოცო ეს დღე, არა მხოლოდ ჩვენს პედაგოგებს, მოსწავლეებს და ხარაგაულის მოსახლეობას, არამედ მთელს საქართველოს, ვინაიდან 149 წლოვანი ისტორიის მქონე საგანმანათლებლო დაწესებულების არსებობა მართლაც არ არის უმნიშვნელო ამბავი.

ღვთის წყალობითა და მეუფის ლოცვა კურთხევით ჩვენი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომით კვლავაც გავაგრძელებთ ერისა და ეკლესიის სასიქაუდლო და საამაყო მამულიშვილების აღზრდას“, - აღნიშნავს გიმზანიის აღმასრულებელი დირექტორი დეკანოზი პავლე ცერცვაძე.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია - აბიტურიენტების საყურადღებოდ!

ეროვნულებზე გასული მე-11 კლასელები მათემატიკის გამოცდის სირთულეს აფასებენ - „ჩვენთვის ქულას მნიშვნელობა არ აქვს“...

საკმაოდ რთული იყო - ამოცანები ფუნქციებზე, სიჩქარეებსა და ალბათობებზე მოვიდა“ - აბიტურიენტების მათემატიკის მეორე ვარიანტს აფასებენ

აბიტურიენტს დრო აერია - დილის ნაცვლად, შუადღის სესიაზე მივიდა

მშენებლობაზე დასაქმებული არასრულწლოვანი მეოთხე სართულიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა 

პიროვნება
სკოლები

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავენ

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა

საინტერესო

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

ეროვნულებზე აბიტურიენტები ნაკრების ფორმის ფერებში გამოწყობილები აპირებენ მისვლას - „ამ სიხარულს გაუმარჯოს“



სიახლეები
საზოგადოება