სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო , რჩევები

6 რჩევა, რომლებიც მასწავლებლებს ჯგუფური მუშაობის ორგანიზებაში დაეხმარება
06-02-2024
-
+


ჯგუფური სამუშაო - შესანიშნავია საშუალებაა საკომუნიკაციო და თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების გასავითარებლად, ცოდნის გაზიარებისა და შეფასებისთვის. მაგრამ ხშირად, პედაგოგები, სასურველი შედეგის მიღების მცდელობისას სირთულეებს აწყდებიან. ხშირია, როდესაც მოსწავლეთა ნაწილი თავდაუზოგავად შრომობს, სხვები კი ისვენებენ, ისევე როგორც ნაცვლად რეალური თანამშრომლობისა ჯგუფის მონაწილეები პრაქტიკულად არ ცვლიან ინფორმაციას. 

იმისთვის რომ, ჯგუფურად მუშაობამ სწავლის ხარისხი გააუმჯობესოს, სჭირდება სწორი ორგანიზება, თვლის ამერიკელი მასწავლებელი და განათლების სფერს კონსულტანტი კონი ჰამილტონი. ის წიგნის - Hacking Group Work: 11 Ways to Build Student Engagement, Accountability, and Cooperation with Collaborative Teams ავტორია. პედაგოგი მკითხველს, ჯგუფური მუშაობის დროს მოსწავლეთა ჩართულობის, პასუხისმგებლობისა და თანამშრომლობის ხარისხის გაზრდის გზებს სთავაზობს. 
 
პედაგოგებს მწერალი, ასევე, რჩევებს ბლოგის საშუალებით უზიარებს. გთავაზობთ, ექსპერტის რამდენიმე რჩევას, რომლებიც ჯგუფურად მუშაობის ორგანიზებაში დაეხმარებათ. 

შეარჩიეთ გარემოება ჯგუფური მუშაობისთვის

ხშირად, მასწავლებლები მოსწავლეებს არჩევანის საშუალებას აძლევენ - შეასრულონ დავალება (მაგალითად, პროექტი) დამოუკიდებლად თუ წყვილებში. რაც არცთუ იშვიათად სრულდება იმით, რომ მოზარდები პასუხებს ერთმანეთისას ადარებენ, სათანადო ზედამხედველობის გარეშე კი რეალური თანამშრომლობა უკან რჩება - აღნიშნავს კონი ჰამილტონი.

აღწერილი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად პედაგოგი კოლეგებს მარტივ ხერხს უზიარებს - აუცილებლად განსაზღვრონ, სად და როდის არის მართებული ჯგუფურად მუშაობა.

დაეხმარეთ მოსწავლეებს წყვილებისა და ჯგუფების ფორმირებაში

მოსწავლეებს ხშირად სთავაზობენ დამოუკიდებლად აირჩიონ პარტნიორები - დანაწილდნენ წყვილებად და ჯგუფებად. ერთი შეხედვით, რაც უფრო სასურველია მოსწავლეებისთვის ერთმანეთთან მუშაობა, მით უფრო წარმატებული იქნება როგორც პროცესი, ისე შედეგი. მაგრამ პროექტის პარტნიორად საუკეთესო მეგობრების არჩევა ნიშნავს ურთიერთობისგან მაქსიმუმის მიღების შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას. 

ამიტომ ავტორი მასწავლებლებს ურჩევს ჩერიონ პროცესში და, გარკვეულ შემთხვევებში მაინც, თავად შეარჩიონ წყვილები.

კონი ჰამილტონი პედაგოგებს სთავაზობს ტექნიკას - „საათობრივი მეწყვილე“, რაც ნიშნავს თანამშორომლობას განსაზღვრულ გაკვეთილებზე, დავალებებზე, თემაზე. ამასთან, მეწყვილეთა ნაწილს მოსწავლეები დამოუკიდებლად ეძებენ, ნაწილს კი პედაგოგები ურჩევენ. 

უფროსკლასელებისთვის შესაძლებელია წყვილების განსხვავებული პრინციპით შერჩევა: მაგალითად, ინტერესებით, ძლიერი ან სუსტი მხარეებით ან საგნის ცოდნის ერთნაირი დონით. 

ჩამოაყალიბეთ სხვადასხვა სიდიდის ჯგუფები

სტანდარტული პრაქტიკა მოსწავლეთა თანაბარი სიდიდის გუნდებად დაჯგუფებას გულისხმობს. მაგრამ კონი ჰამილტონი მასწავლებლებს სთავაზობს, აქტივობებში, სადაც დაშვებულია მოქნილობა, აღნიშნული წესი შეცვალონ.

მაგალითად, დიდი კლასის დაყოფა შესაძლებელია რადენიმე 4-5-კაციან ჯგუფად, ასევე რამდენიმე წყვილის შერჩევა, ნაწილისთვის კი ინდივიდუალური მუშაობის შეთავაზება. ასეთ დროს, მისასალმებელია ვარირება: სტრუქტურიდან გამომდინარე, დავალება შეიძლება გამარტივდეს ან გართულდეს.

განსაზღვრეთ არა მხოლოდ ჯგუფის შემადგენლობა, არამედ როლები

ჯგუფში მუშაობის ეფექტურობა დამოკიდებულია, იმაზე თუ როგორ არის განაწილებული მონაწილეთა როლები, ამიტომ ამ ამოცანის საკუთარ თავზე აღება მოგიწევთ. მაგალითად, წყვილებში შეგიძლიათ განსაზღვროთ ვინ იქნება მსმენელი და ვინ კომენტატორი, შემდეგ კი როლები გაცვალონ. ასეთ დროს მონაწილეები სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან და ნამდვილად მოუსმენენ ერთმანეთს. მსგავსი პრინციპის გამეორება შესაძლებელია ჯგუფებშიც. 

მნიშვნელოვანია პრაქტიკა 

როლების გადანაწილება ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მოსწავლეებმა ყველაფერი გაიგეს. სანამ შესთავაზებთ დამოუკიდებლად მუშაობას, უკეთესია რეპეტიცია ჩაატაროთ. ამისთვის ექსპერტი მასწავლებლებს სთავაზობს მინი-აქტივობის მოწყობას, სადაც მოსწავლეები პედაგოგის ხელმძღვანელობით წაივარჯიშებენ

ასეთ დროს შესაძლებელია მოსწავლეების მცირე გუნდებად განაწილება, სადაც რიგ-რიგობით ამა თუ იმ როლს შეასრულებენ - მაგალითად, მოპასუხის ან შემჯამებლის. რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა როგორც როლების, ისე განხილვის ალგორითმის წინასწარ მოფიქრება. სასურველია, რომ ყველას ჰქონდეს აზრის გამოთქმის და დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა.

მოერიდეთ ადმინისტრაციულ როლებს

მასწავლებლებს არცთუ იშვიათად სურვილი უჩნდებათ დანიშნონ პასუხისმგებელი პირები - მაგალითად, ვინც გააკონტროლებს დროს, წესებს, - სამუშაოსთვის საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობას. თუმცა, „გუნდის კაპიტნის“ როლმაც კი ხელი არ უნდა შეუშალოს მოსწავლეს სამუშაოს შესრულებაში,

ექსპერტი პედაგოგებს ურჩევს ადმინისტრაციული ფუნქციების გადანაწილებას: ერთი თვალყურს ადევნებს დროს, სხვა დავალების შესრულების შემდეგ თაბახის ფურცლებს აგროვებს. მაგრამ, ამასთან, ყველა უნდა ჩერთოს, ძირითად, ანუ კოგნიტურ მუშაობაში.


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თბილისის საზაფხულო ბაღებში რეგისტრაცია 8 ივნისს იწყება - დეტალები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შედის - დეტალები

აღზრდასა და თავისუფლად გაზრდას შორის სხვაობის შესახებ მასწავლებლის სახლი ვებინარს ჩაატარებს

სწავლის დასრულებისა და ყველაზე ხანგრძლივი არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

„სინათლით სავსე ცხოვრებას გისურვებთ, ჩვენო ძვირფასო კურსდამთავრებულებო!“

სკოლის ადმინისტრაციისა და მაღალკლასელთა ორგანიზებით, სახალისო აქტივობები მოეწყო

თბილისის N28 საჯარო სკოლა ზრდის თაობას, რომელიც მზად არის, უპასუხოს ციფრული ეპოქის ნებისმიერ გამოწვევას

სკოლა „ოცნება“ თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეა, სადაც ემოციური ინტელექტი და უმაღლესი აკადემიური სტანდარტები ერთმანეთს სრულყოფილად ერწყმის

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება