TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

სემესტრის შემაჯამებელი საკლასო აქტივობები - იდეები მასწავლებლებისთვის 
07-12-2024
-
+


პირველი სასწავლო სემესტრი დასასრულს უახლოვდება. მოსწავლეები საყვარელი დღესასწაულის - ახალი წლის მოლოდინში არიან, ამიტომ, კონცენტრაცია განსაკუთრებით უჭირთ. 

გადამეორება ცოდნის დედააო - სემესტრის შეჯამებისთვის კი, ძველი მასალის გახსენება და მოსწავლეთა ცოდნის შეფასება საუკეთესო გზაა, რომ საახალწლო მღელვარების პარალელურად, მოსწავლეები სასწავლო პროცესში ნაყოფიერად ჩაერთონ.

Etaloni.ge განსაკუთრებით მასწავლებლებს, გიზიარებთ, რამდენიმე საინტერესო აქტივობას.

ქრონოლოგიის კიბე

მოსწავლეებთან ერთად შექმენით ქრონოლოგიის კიბე და გაიხსენეთ სემესტრის პირველი გაკვეთილიდან მოყოლებული ყველა მასალა. თითოეული საფეხური თითო მასალისთვის გამოიყენეთ და მოსწავლეებს სთხოვეთ, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმით „ავიდნენ კიბეზე“. 

ერთი საგნის ისტორია

მოსწავლეებს  სთხოვეთ, რომ შეაჯამონ შესწავლილი მასალა და დაწერონ „ერთი საგნის ისტორია“, სადაც განიხილავენ ყველა იმ ახალ მასალას, რაც ისწავლეს, გამოყოფენ მათთვის განსაკუთრებით საინტერესო გაკვეთილებს და განსაზღვრავენ თუ რა ცოდნა მიიღეს. 

რა ვიცოდი და რა ვისწავლე 

მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ პირველი გაკვეთილი და შეადარონ ის ბოლოს, გამოკვეთონ რა იცოდნენ კონკრეტულ საგანში, პირველ დღეს და როგორ გაიღრმავეს ცოდნა სემესტრის ბოლომდე. 

არც ისე სანერვიულო ტესტირება 

შეგიძლიათ, მოსწავლეებისთვის მოამზადოთ არც ისე სანერვიულო ტესტები, რადგან ეს არ იქცეს ბავშვებისთვის დამრთგუნველად. ტესტირებაში გამოყავით ის მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომელიც მოსწავლეებს აუცილებლად უნდა ესწავლათ, განსაზღვრეთ თქვენი მიზნები და ტესტირების შედეგად გააანალიზეთ გახვედით თუ არა სასურველ შედეგზე. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება