სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კომპლექსური რეფორმა და ახალი საგანმანათლებლო სისტემის შექმნა... - კიდევ რა ფუნქციები დაემატა განათლების განახლებულ სამინისტროს
21-01-2024
-
+


2024 წლიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის მიმართულება დაემატა, შესაბამისად, შეიცვალა უწყების სახელიც. რა ფუნქციები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს - ყველა ვალდებულება ოფიციალურ დოკუმენტშია გაწერილი, რომელიც 20 პუნქტისგან შედგება.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პროგრამების მართვა;

განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობა და მისი ხარისხის ზრდა;

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება;

განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ეტაპობრივი განხორციელება, რომელიც გულისხმობს სისტემურ ცვლილებებს განათლების ყველა მიმართულებისა და საფეხურისთვის;

საგანმანათლებლო სისტემის შექმნა, რომელიც მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, ბავშვების, სტუდენტების, ახალგაზრდებისა და ზრდასრულების სათანადო თეორიული ცოდნით აღჭურვასა და პრაქტიკული უნარების გამომუშავებასთან ერთად, უზრუნველყოფს მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, კონკურენტუნარიანობის გაზრდას, განათლებისა და მეცნიერების კავშირის გაძლიერებას;

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კომპეტენციის შესაბამისი სფეროს/დარგის/მიმართულების განვითარების ხელშეწყობა, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა;

გენდერული თანასწორობის ასპექტების გათვალისწინება;

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების განვითარება და დანერგვის ხელშეწყობა;

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის უზრუნველყოფა;

საერთაშორისო ურთიერთობების მხარდაჭერა, ქართველოლოგიისა და ქართულ დიასპორასთან ურთიერთობების განვითარება, მიმდინარე საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამებში ჩართვა და შესაბამისი პროექტების განხორციელება;

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური თვითშეფასება, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე საჯარო სკოლების ავტორიზაციის უზრუნველსაყოფად;

ზოგადი განათლების სისტემაში უნარებისა და ღირებულებების განვითარებაზე, კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებაზე, სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირებასა და წიგნიერებაზე ორიენტირებული ახალი მოდელის, აგრეთვე ინკლუზიური და სამოქალაქო განათლების პრინციპებზე დაფუძნებული ახალი სასწავლო პროგრამებისა და რესურსების დანერგვა;

სკოლებში თანამედროვე მოთხოვნებისა და შესაძლებლობების საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება;

მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟისა და მისი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, შრომის ღირსეულ ანაზღაურებაზე ზრუნვა;

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;

საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო, ძალადობისაგან თავისუფალი და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა;

ადრეული და სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დახვეწა; მონიტორინგის გზით ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, ხარისხის განვითარებისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ყველა დაინტერესებული მხარის შესაძლებლობის გაძლიერება;

განათლებისა და მეცნიერების მართვის სისტემების განვითარების ხელშეწყობა, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებისა და მონაცემთა ბაზების ჩამოყალიბება განათლების სისტემაში ბიზნეს პროცესების ეფექტიანი მართვისა და ინფორმაციული უზრუნველყოფისთვის;

ახალგაზრდების მიერ შესაბამისი, მაღალი ხარისხის განათლების მიღების, მათი დასაქმებისა და პროფესიული ზრდის ხელშეწყობა;

საქართველოს განათლების სისტემაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება