სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„არ ვსხედვართ სამინისტროში ისეთი ხალხი, ვისაც არ გვესმის საშინაო თუ სხვა დავალების მნიშვნელობა“ 
29-11-2023
-
+


განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას აღნიშნა, - „არ ვსხედვართ სამინისტროში ისეთი ხალხი, ვისაც არ გვესმის საშინაო თუ სხვა დავალების მნიშვნელობა, ან მათი შეფასების მექანიზმები“.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ეს არის სიცრუე, რომელიც აზიანებს მნიშვნელოვან რეფორმას.

„ის კითხვები, რომელიც საზოგადოების გარკვეულ წრეში გაჩნდა, რომ, თითქოს, სამინისტრომ შეფასების მექანიზმები გააუქმა, საშინაო დავალებები გააუქმა, ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაციის კამპანიის ის ნაწილი, რომელსაც უნდა მნიშვნელოვანი რეფორმების დაზიანება. არავის არაფერი არ გაუუქმებია, მეგობრებო! არ ვსხედვართ სამინისტროში ისეთი ხალხი, ვისაც არ გვესმის საშინაო თუ სხვა დავალების მნიშვნელობა ან მათი შეფასების მექანიზმები. აქ ერთადერთი, რაც მოხდა, მისი სავალდებულოობა გაუქმდა, რომელიც ნიშნავს, რომ მასწავლებელს, სკოლას, კათედრას თავად აქვს შესაძლებლობა, ამა თუ იმ საგანში, სემესტრის თუ სასწავლო წლის დროს, შეფასების სხვადასხვა მეთოდები გამოიყენოს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ეროვნული სასწავლო გეგმა განახლდა - ყველა ცვლილება ცნობილია

ცნობისთვის, ახალი ეროვნულ სასწავლო გეგმის მიხედვით გაუქმდა განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და მოდელები. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება