სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შვეიცარიული სტანდარტის, აკრედიტებულ კურსებს დანერგავს მეცხოველეობის მიმართულებით Blauenstein Edu და USAID-ის პროგრამა
22-11-2023
-
+


შვეიცარიული სტანდარტის, აკრედიტებულ კურსებს დანერგავს მეცხოველეობის  მიმართულებით Blauenstein Edu, USAID-ის პროგრამა "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" პარტნიორობის ფარგლებში

ბლაუენშტაინ ედუ, კოლეჯ „ერქვანის“ ბაზაზე, USAID-ის პროგრამა "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" თანამშრომლობის ფარგლებში შვეიცარიული სტანდარტის, აკრედიტებულ კურსებს დანერგავს, მეცხოველეობისა და ხორცის დამუშავების მიმართულებით.

27 ნოემბერს, რაჭაში, Blauenstein-ის საფერმე მეურნეობის ტერიტორიაზე, სოფელ შარდომეთში მხარეებს შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდება.

პარტნიორობის  ხელშეკრულებას, „მეცხოველეობის განვითარება საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში,  ხელს მოაწერენ USAID-ის პროგრამის “დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის” დირექტორი, დევიდ ბლოდი და Blauenstein Edu-ს დირექტორი, თათია არაბიძე. 

ღონისძიების ფარგლებში გაფორმდება კიდევ ერთი საგრანტო ხელშეკრულება Blauenstein Edu-სა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს შორის. 

პროგრამის  მიზანია საქართველოში დაინერგოს  მესაქონლეობისა და ხორცის წარმოების  თანამედროვე სასწავლო კურსები და შეიქმნას ღირებული დასაქმების შესაძლებლობა. ასევე,  მეცხოველეობის სფეროში მოხდეს ისეთი სამუშაო ძალის განვითარება, რომელიც კერძო სექტორის საჭიროებებს დააკმაყოფილებს და საერთაშორისო სტანდარტებთან იქნება შესაბამისობაში. 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული სტუმრები საჯარო და კერძო სექტორებიდან. 

პროექტის ფარგლებში განხორციელდება ორი გრძელვადიანი და ხუთი მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა. სწავლების პირველი ეტაპი დაიწყება 2024 წლის ოქტომბერში, 2 წლის განმავლობაში კი  270-მდე სპეციალისტი გადამზადდება.

სასწავლო პროგრამა და სახელმძღვანელოები შვეიცარიელი (School of Agricultural, Forest and Food Sciences (HAFL) და Schweizer Fleisch-Fachverband1 (SFF)) ექსპერტების ჩართულობით მომზადდება.  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება