სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ჩუღურეთის ეტალონი მოსწავლე“ გამარჯვების ემოციებსა და შთაბეჭდილებებზე საუბრობს
17-05-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება. ამჯერად „ჩუღურეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ ღონისძიებას მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„ჩუღურეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს დაეუფლა თბილისის N24 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე დაჩი მერაბიშვილი.

იგი აღნიშნავს, რომ პროექტმა საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის საშუალება მისცა და ამისთვის მადლობას უხდის:

„მერვეკლასელი ვარ, მაინტერესებდა 9 საუკეთესოში თუ მოვხვდებოდი, გამარჯვება მოულოდნელი სიხარული იყო. მადლობა „ეტალონს“, რომ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის საშუალება მომცა და უფრო თავდაჯერებული გამხადა.“

„ჩუღურეთის ეტალონი მოსწავლის“ მასწავლებელი ელენე მჭედლიშვილი ამაყია დაჩის გამარჯვებით:

„დაჩი მაღალი ინტელექტის მქონე მოსწავლეა, მიზანდასახული და კარგი პიროვნება. გაამართლა სკოლის იმედები, ამაყი ვარ მისით.“

„ჩუღურეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი დაჩი მერაბიშვილი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 


ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

„ავტორი ვარ! არ იცით, როგორი ეროვნული მუხტია ისტორიის სახელმძღვანელოებში“

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება