სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

„ბავშვები ეჩვევიან ერთად ფიქრს და აზროვნებას“ - თელავის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა
25-10-2023
-
+


„ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში გამარჯვების მოსაპოვებლად ამჯერად, ერთმანეთს თელავის მუნიციპალიტეტის სკოლები შეეჯიბრნენ. 

ისინი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და სხარტი აზროვნების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ პროექტში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მოსწავლეებს და გულშემატკივრებს თელავის N7 სკოლამ უმასპინძლა. 

20 კითხვის შემდეგ გამარჯვებულიც გამოვლინდა. პირველ ადგილზე ყარაჯალის საჯარო სკოლა გავიდა გუნდის შემდეგნაირი შემადგენლობით: ანისა ასანოვა - (გუნდის კაპიტანი) VII კლასი, ანითა უქანოვა VII კლასი, ელიფ ყურბანოვი VII კლასი, ასმინ ნოვრუზოვი VI კლასი, ელნურ ყურბანოვი VI კლასი.

               

„გუნდური ჩემპიონატის“ ფარგლებში ერთმანეთს მუნიციპალიტეტის მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეეჯიბრნენ. მონაწილეთა საგულშემატკივროდ კი დარბაზში ტრადიციულად შეიკრიბნენ ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები. ისინი etaloni-ge-სთან კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ საუბრობენ.

„ეტალონის“ ჩემპიონატმა ძალიან კარგად ჩაიარა. ძალიან დიდი ჩართულობა იყო სკოლების მხრიდან. აქამდე ზედა საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ და ახლა მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებსაც მიეცემათ მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, რამაც კარგი შედეგი გამოიღო. მათთვის ეს „მოთელვა“ იყო მსგავსი ფორმატის ღონისძიებებში ჩართვის მომავალში. გარდა ამისა, ძალიან კარგი შედეგები იყო დროის, შედეგების თვალსაზრისით და იმ გუნდებმა, რომლებიც ყველაზე სხარტები და მომზადებულები იყვნენ გაიმარჯვეს. მათ მცირე დროში ყველაზე მაღალი შედეგები აიღეს.

ვფიქრობ, ეს განახლებული გუნდური პროექტი ძალიან საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ერთია, როცა ინდივიდუალურად მონაწილეობ და მეორე, როცა გუნდური პრინციპით თამაშობ - ყველანი ერთად იბრძვით გამარჯვებისთვის. ეს თანამშრომლობა ძალიან სასიკეთოა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ უძველესი ქვეყანა ვართ ქართული მრავალხმიანობით და ეს წააგავს ზუსტად ამ მრავალხმიან სიმღერას“, - ამბობს თელავის მერის მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი.

„როცა მითხრეს, რომ „ეტალონის“ ჩატარების ორი ფორმატის შესაძლებლობა გვქონდა - ერთი ონლაინ და მეორე ადგილზე, მე მხარი დავუჭირე ცოცხლად, ადგილზე გამართულ ჩემპიონატს, რადგან სხვა ეფექტი აქვს, როცა ამდენი ახალგაზრდა ერთმანეთს ხვდება. ჩემპიონატზე 22 სკოლის გუნდი იყო წარმოდგენილი. „ეტალონი“ მოსწავლეებს სწრაფ აზროვნებაში ეხმარება. ბავშვები კითხვებზე უმოკლეს დროში პასუხის გაცემას ეჩვევიან. ეს ძალიან კარგია და ყოველთვის მივესალმები მსგავს პროექტებს. ასევე აღვნიშნავ, რომ „ეტალონის“ გუნდის მხრიდან ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული და ასევე თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდანაც, ხელისშემშლელი ფაქტორი არ არსებობდა“, -  განაცხადა მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა მაია დათუნაშვილმა.

„ეტალონის“ ჩემპიონატის განახლებული ფორმატი ძალიან მომეწონა. პირველ რიგში, გუნდურობას სწავლობენ ბავშვები, ეჩვევიან ერთად ფიქრს და სწორი გადაწყვეტილების მიღებას. ძალიან დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ როგორც ბავშვები, ასევე სტუმრებიც. ყარაჯლის სკოლის გუნდმა საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი და დამსახურებულადაც გავიდა 1-ელ ადგილზე“, - განაცხადა თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლევან მრელაშვილმა.

მთელი სასკოლო საზოგადოება ბედნიერია აღნიშნული გამარჯვებით. ყარაჯალის საჯარო სკოლის დირექტორის - ელზა აშიროვას თქმით, ბავშვებს გამარჯვებამ სტიმული მისცათ. 

„ძალიან აქტიური, სახალისო გუნდური თამაში იყო. „ეტალონის“ ჩემპიონატი არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ დიდებისთვისაც საინტერესო და სახალისოა. ძალიან ვინერვიულე, რომ გარკვეული მიზეზების გამო თამაშს ვერ დავესწარი. არ მოველოდი გამარჯვებას გულწრფელად, რომ ვთქვა, რადგან ენობრივი ბარიერი არსებობს. რეპეტიტორი საერთოდ არ იციან რა არის, მაგრამ ძალიან სხარტი ბავშვები არიან და ზუსტად ეს დაეხმარათ გამარჯვებაში. მათ სხარტი აზროვნება მიზნობრივად გამოიყენეს და რეკორდულ დროში გასცეს პასუხები კითხვებს. დიდი მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ასეთი პროექტისთვის. ბავშვებს ამ გამარჯვების შემდეგ სტიმული მიეცათ კიდევ ბევრჯერ მიიღონ მონაწილეობა ჩემპიონატში“ , - აღნიშნავს ყარაჯალის საჯარო სკოლის დირექტორი ელზა აშიროვა.

                 

etaloni-ge-ს გამარჯვებით გამოწვეული სიხარულის ემოციები გუნდის კაპიტანმა მე-7 კლასის მოსწავლემ, ანისა ასანოვამ გაუზიარა.

„გუნდის კაპიტანი ვიყავი და ეს ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო იყო. ამის გამო ცოტა დავიძაბე, მაგრამ ნერვიულობა მალევე მომეხსნა. განახლებული ფორმატი და გუნდურად მუშაობა ძალიან მომეწონა. ამ გამარჯვებამ კი მოტივაცია მომცა და ძალიან გამახარა.“


ღონისძიების სრული ფოტომასალა იხილეთ ბმულზე 



ასევე იხილეთ:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

სკოლების საყურადღებოდ - ახალ პროექტთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

თითოეულ აღსაზრდელს 30 000 ლარს სახელმწიფო გადაუხდის - სასამართლოს გადაწყვეტილება ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

პიროვნება

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

„მადლობა, ნონა მასწავლებელს. კვლავ ულევ წარმატებას ვუსურვებთ თავის  მოსწავლეებთან ერთად“

„მე და ჩემი მზის სხივები გილოცავთ გაზაფხულის უმშვენიერეს დღესასწაულს“

სალონურ გარემოში ავტორმა წაიკითხა თავისი ლექსები, ისაუბრა პოეზიაზე, საყვარელ პოეტებზე, უპასუხა ბავშვების შეკითხვებს

VII-VIII-X კლასების მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატურად დატვირთული ნომრები, წაიკითხეს ლექსები, ისაუბრეს ქრისტიანობის მნიშვნელობაზე

 

 

 

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება