სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ინოვაციების რიგით მეორე ბიზნეს ფორუმს უმასპინძლებს
18-10-2023
-
+


მიმდინარე წლის 23-24 ოქტომბერს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, „KIUInnovate“ პლატფორმის ფარგლებში, ინოვაციების საერთაშორისო ბიზნეს ფორუმს უმასპინძლებს. წლევანდელი ფორუმის თემაა - „ციფრული ტრანსფორმაცია: განათლების ახლებური ხედვა მომავლისთვის“.

ორი დღის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მონაწილეები ქართველ კოლეგებთან ერთად ჩაატარებენ პრეზენტაციებს, პანელურ დისკუსიებს, ვორკშოპებს. ისაუბრებენ, თუ რა როლი აქვთ უნივერსიტეტებს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების პროცესში, რა მიმართულებები უნდა გააძლიერონ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა პარტნიორების მხარდაჭერით და რამდენად მნიშვნელოვანია მდგრადი ეკოსისტემის არსებობა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის.  ინოვაციების რიგით მეორე ბიზნეს ფორუმი აერთიანებს მთავრობის, ბიზნესის, უნივერსიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, ელჩებს, ჩამოსულ სტუმრებს აშშ-დან, გერმანიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. 

მომავალ კვირას KIU-ს ეწვევა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი, რომელიც მოხსენებას გააკეთებს ფორუმის ფარგლებში. 

KIUInnovate ბიზნეს ფორუმი წელს TUM International-თან პარტნიორობით, KIU ინოვაციების საეტაპო ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანია მეწარმეობისა და ინოვაციების დანერგვა და განვითარება უნივერსიტეტში. ფორუმი თავისი შინაარსით კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ გამოწვევებსა და საჭიროებებს, რაც ინოვაციების ჭრილში ბიზნესისა და ინდუსტრიის წინაშე დგას დღეს. ბიზნესზე მორგებული გადაწყვეტები კი მნიშვნელოვნად განავითარებს ქვეყნის ეკონომიკას.

KIUInnovate-ის შესახებ: 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) მისიაა ადამიანური კაპიტალის მომზადების გზით, ინოვაციებისა და უახლესი ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა, სტუდენტებისთვის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი განათლების მიცემა. KIU თავისი სამეწარმეო სტრატეგიითა და საქმიანობით, ცდილობს წვლილი შეიტანოს მდგრადი ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბებაში საქართველოში, დაუკავშიროს ერთმანეთს სხვადასხვა ორგანიზაცია, ინდუსტრია, საგანმანათლებლო და სამეწარმეო სექტორი, განიხილოს ინოვაციური შესაძლებლობები რეგიონის ჭრილში და აქციოს ქუთაისი და, მთლიანად რეგიონი, ინოვაციების ჰაბად. 

KIU-ს სასწავლო პროგრამები ითვალისწინებს სტუდენტების ჩართვას კერძო-საჯარო სექტორისა და დამსაქმებლების დახმარებით შემუშავებულ და განხორციელებულ სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამებში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ორი წლის წინ, გერმანელ პარტნიორებთან - მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტსა (TUM) და TUM International GmbH-თან ერთად შეიმუშავა ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. 2021 წელს KIU-მ დააფუძნა KIUInnovate - ინოვაციების ეკოსისტემის პლატფორმა, რომელიც მხარს უჭერს KIU-ს მისიას - გახდეს ქვეყნის წამყვანი სამეწარმეო უნივერსიტეტი და შექმნას წარმატებული ინოვაციების ეკოსისტემა საქართველოში.

დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ: https://www.kiu.edu.ge/eng/innovations

ღონისძიება გაიმართება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (მის.: ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი, მე-5 შესახვევი, K კორპუსი).

მედიის წარმომადგენლებს ღონისძიებაზე აკრედიტაციის გავლა შეეძლებათ 20 ოქტომბრამდე. ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ტელ.: +995 593 260 609, ელ.ფოსტა: pr@kiu.edu.ge, ვებგვერდი: www.kiu.edu.ge

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

შეასრულეს თუ არა მოსწავლეებმა დავალებები ელექტრონულ ჟურნალში აისახება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება