სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები, ეტალონი

წალენჯიხის „ეტალონი გუნდი“ ცნობილია
20-10-2023
-
+


„ეტალონის“ გამორჩეული მხარდამჭერისა და თანამოაზრის, წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ქალბატონი ლირა ღურწკაიას თანაორგანიზებით „ეტალონის“ გუნდი განახლებული ფორმატით წალენჯიხას ესტუმრა. 

„ეტალონის გუნდური ჩემპიონატის“ ფარგლებში ერთმანეთს ცოდნის, ინტელექტისა და სითამამის გამოვლენაში მუნიციპალიტეტის 25 სკოლის 125 მოსწავლე შეეჯიბრა. 

შემოდგომის მართლაც რომ განსაკუთრებულად თბილ და მზიან დღეს წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის გარე სივრცეში ერთ გუნდად შეიკრა წალენჯიხის სასკოლო საზოგადოება და მომავალი თაობის საგულშემატკივროდ შეიკრიბა. 

განსაკუთრებული ერთიანობა და ერთმანეთის წარმატებით გულიანად გახარება გასდევდა მთელ ღონისძიებას. გამომსვლელები საქებარ სიტყვებს არ იშურებდნენ მოსწავლეების მიმართ, მათ შორის რესურსცენტრის უფროსი ქალბატონი ლირა ღურწკაია, რომლის დიდი მონდომებისა და სურვილის დამსახურება იყო გუშინდელი ზეიმი წალენჯიხაში. 

 


20 კითხვის განმავლობაში გუნდების კაპიტნები საკუთარი თავის, გუნდის, სკოლისა და მთელი მუნიციპალიტეტის წარმოჩენას ცდილობდნენ - ერთმანეთს სითამამეშიც ეჯიბრებოდნენ და ლოგიკური აზროვნების დემონსტრირებასაც ახდენდნენ. 

დიდი მოლოდინისა და ოვაციების ფონზე გამარჯვებული სამეულიც გამოვლინდა: 

პირველი ადგილი 85 ქულით 271 წამში მოიპოვა ფახულანის N1 საჯარო სკოლამ. გუნდს ხელმძღვანელობდა მე-7 კლასის მოსწავლე ანასტასია გოგოხია, შემადგენლობაში კი შედიოდნენ: ბარბარე ქობალია VII კლასი, ნინი შონია VI კლასი, ნინო ჩხაპელია VI კლასი და მარიამ შონია VII კლასი. 

მეორე ადგილი 72 ქულით მოიპოვა წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის გუნდმა მე-7 კლასელი ანასტასია ნაჭყებიას კაპიტნობით. გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: ნინო შეროზია VII კლასი, რატი იზორია VII კლასი, მიშიკო გადილია VII კლასი და ანდრია მესხია VII კლასი. 

 

მესამე ადგილზე მე-7 კლასელი ბარბარე ფიფიას ხელმძღვანელობით გავიდა ლიის N2 საჯარო სკოლის გუნდი 72 ქულით. გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: ქრისტინე ფიფია VII კლასი, გიგი ფიფია VII კლასი, ბაჩანა ქუხილავა VI კლასი და ტასო სამუშია VI კლასი. აღსანიშნავია, რომ მე-2 და მე-3 ადგილზე გასულმა გუნდებმა თანაბარი, 72-72 ქულა დააგროვეს, თუმცა წალენჯიხის N1 საჯარო სკოლის გუნდმა ეს უფრო მცირე დროში - 217 წამში შეძლო, ლიის N2 საჯარო სკოლის გუნდს კი ამისთვის 294 წამი დასჭირდა. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც. 


ღონისძიების სრული ფოტომასალა იხილეთ ბმულზე


ასევე იხილეთ:

„ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“ წალენჯიხაში მიმდინარეობს

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება