სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები, ეტალონი

„ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“ წალენჯიხაში მიმდინარეობს
17-10-2023
-
+


წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ქალბატონი ლირა ღურწკაიას მიწვევითა და ორგანიზებით „ეტალონის გუნდური ჩემპიონატი წალენჯიხაში მიმდინარეობს. 

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში „წალენჯიხის ეტალონი გუნდის“ ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 25 სკოლის 125 მოსწავლე ეჯიბრება. 

ღონისძიებას ესწრებიან რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები. შეჯიბრს კი „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. 


დამსწრეები ამჯერად „ეტალონის“ განახლებული ფორმატის მონაწილეებს გულშემატკივრობენ და ელიან გამარჯვებული სამეულის გამოვლენას. ღონისძიების მსვლელობისას სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც. 

კონკურსში ადგილობრივი სკოლების მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს საზრიანობასა და ერუდიციაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ეჯიბრებიან. თითოეული მათგანი კონკურსზე 5 მოსწავლიანი გუნდითაა წარმოდგენილი.

ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც. 

 

მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლირა ღურწკაიამ. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება წალენჯიხაში განსაკუთრებულ გარემოში - შემოდგომის თბილი მზის სხივების ფონზე, ღია ცის ქვეშ მიმდინარეობს. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება