სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები, ეტალონი

ფოთი „ეტალონის გუნდურ ჩემპიონატს“ მასპინძლობს
16-10-2023
-
+


„ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“ გრძელდება და ამჯერად ღონისძიებას ქალაქი ფოთი მასპინძლობს. დარბაზში „მონოპოლი“ ერთმანეთს ფოთის საჯარო და კერძო სკოლების 28 გუნდი ეჯიბრება.

ღონისძიებას ტრადიციულად ესწრებიან მოსწავლეთა გულშემატკივრები, ადგილობრივი ხელისუფლების, სასკოლო საზოგადოებისა და რესურსცენტრის  წარმომადგენლები. ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ქალაქ ფოთის მერია, მერიის კულტურისა და სპორტის სამსახური და ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრი. 

მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მაია დოლბაიამ, მერის მოადგილემ, ლექსო თოდუამ, რესურსცენტრის უფროსმა გოჩა ქორქიამ, მერიის კულტურისა და ტურიზმის სამსახურის უფროსმა, ზურაბ ტიბუამ და მისმა წარმომადგენლებმა, ნონა სილაგავამ და ნინო ჯაკონიამ. 

  
ქალაქ ფოთის „ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ერთმანეთს 140 მოსწავლე ეჯიბრება. ღონისძიებას კი „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. 

   
„ეტალონის“ განახლებული ფორმატის მონაწილეებს ერთსულოვნად გულშემატკივრობენ დამსწრეები და ელიან გამარჯვებული სამეულის გამოვლენას. ღონისძიების მსვლელობისას სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც. 

განსაკუთრებული აქტიურობა, გამარჯვების სურვილი და სკოლის სახელის ღირსეული წარმოჩენა დღევანდელი ღონისძიების თითოეულ მონაწილეს აერთიანებს. განსაკუთრებულ მოტივაციას კი მოსწავლეებს გულშემატკივრების თანადგომა და გამხნევება მატებთ. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება