სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

მოზარდებს, რომლებიც იღებენ კარგ შეფასებებს და ჰყავთ ბევრი მეგობარი, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები არ ექმნებათ -  მითები და რეალობა
10-10-2023
-
+


ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მითების გაქარწყლება ხელს უწყობს სტიგმების დამარცხებას და ქმნის გარემოს, რომელშიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია ითხოვოს მხარდაჭერა, როცა მას ეს სჭირდება. გაეროს ბავშთა დაცვის ფონდი აქვეყნებს 7 ყველაზე გავრცელებულ, მცდარ წარმოდგენას ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ:

1. მითი: თუ ადამიანს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, ეს ნიშნავს, რომ მას სუსტი გონებრივი შესაძლებლობები აქვს.

ფაქტი: ფსიქიკური, ისევე როგორც ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემა შეიძლება შეექმნას ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად მისი გონებრივი შესაძლებლობის, სოციალური კლასისა თუ შემოსავლის დონისა.

2. მითი: ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ვიზრუნოთ, თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა გვაქვს.

ფაქტი: ყველას სჭირდება აქტიური ნაბიჯების გადადგმა მათი კეთილდღეობის და ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ისევე როგორც, ყველას სჭირდება ჯანსაღი ჩვევების დანერგვა ფიზიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

3. მითი: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მოზარდებში არ არის სერიოზული საკითხი. მათ ჰორმონების ცვალებადობის გამო ეცვლებათ ხშირად განწყობა და ამით უბრალოდ ყურადღების მიქცევა უნდათ.

ფაქტი: თინეიჯერებს ხშირად აქვთ გუნება-განწყობის ცვალებადობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოზარდს არ შეიძლება ჰქონდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. მსოფლიოში მოზარდების თოთხმეტი პროცენტი განიცდის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს. გლობალურად, 10-დან 15 წლამდე ასაკის ადამიანებში, თვითმკვლელობა სიკვდილის მეხუთე ყველაზე გავრცელებული მიზეზია, ხოლო 15-19 წლის მოზარდებისთვის - მეოთხე ყველაზე გავრცელებული მიზეზი. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დიდი წილი 14 წლის ასაკში იწყება.

4. მითი: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების პრევენცია შეუძლებელია.

ფაქტი: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების განვითარებისგან ადამიანები ბევრ ფაქტორს შეუძლია დაიცვას. მათ შორისაა სოციალური და ემოციური უნარების გაძლიერება, დახმარებისა და მხარდაჭერის დროული მიღება,, მხარდამჭერი, მოსიყვარულე, თბილი ოჯახური ურთიერთობები, პოზიტიური სასკოლო გარემო და ჯანსაღი ძილის რეჟიმი.
სირთულეების დაძლევის უნარი განპირობებულია დამცავი ფაქტორების ერთობლიობით.  არც მხოლოდ გარემო პირობები და არც ცალკეული სტრესორები არ იწვევს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს. ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც კარგად უმკლავდებიან სირთულეებს,  ჩვეულებრივ, აქვთ ბიოლოგიური რეზისტენტულობა, და ასევე ძლიერი, დამხმარე კავშირები ოჯახთან, მეგობრებთან და უფროსებთან მათ გარშემო. ეს კი  ქმნის დამცავი ფაქტორების ერთობლიობას, რაც მყარ ფსიქიკურ მდგომარეობას განაპირობებს.   

5. მითი: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა სისუსტის ნიშანია. უფრო ძლიერი რომ იყოს, ეს პრობლემა არ შეექმნებოდა.

ფაქტი: ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები არაფერ კავშირშია სისუსტესთან ან ნებისყოფის ნაკლებობასთან. ეს არ არის მდგომარეობა, რომელსაც ადამიანები ირჩევენ, ჰქონდეთ თუ არ ჰქონდეთ. სინამდვილეში, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროს დახმარების საჭიროების აღიარება და მოთხოვნა დიდ ძალასა და გამბედაობას მოითხოვს. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება განუვითარდეს.

6. მითი: მოზარდებს, რომლებიც იღებენ კარგ შეფასებებს და ჰყავთ ბევრი მეგობარი, არ ექმნებათ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, მათ არ აქვთ დეპრესიაში ჩავარდნის მიზეზი.

ფაქტი: დეპრესია არის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია სოციალური, ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური ფაქტორების კომპლექსური ურთიერთქმედებით. დეპრესიით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგი ჩანს მათი ცხოვრება გარედან. მოზარდები, რომლებიც სკოლაში კარგად სწავლობენ, შესაძლოა იყვნენ წარმატების მიღწევის მუდმივი  წნეხის ქვეშ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შფოთვითი აშლილობა, ან შესაძლოა მათ სახლში ჰქონდეთ პრობლემური გარემო. მოზარდებს შეიძლება დაემართოთ დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა ისეთი მიზეზის გამოც, რომლის ამოცნობაც ერთი შეხედვით შეუძლებელია.

7. მითი: ცუდი აღზრდა მოზარდებში ფსიქიკურ აშლილობას იწვევს.

ფაქტი: ბევრმა ფაქტორმა - მათ შორის სიღარიბემ, უმუშევრობამ და ძალადობამ, მიგრაციამ და სხვა არახელსაყრელმა გარემოებებმა - შეიძლება იქონიოს გავლენა მოზარდების და მათი აღმზრდელის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და მათ ურთიერთობაზე. მოზარდებმა მოსიყვარულე, მხარდამჭერი ოჯახებიდანაც შეიძლება განიცადონ ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეები, ისევე როგორც მოზარდებმა ისეთი ოჯახებიდან, სადაც თავად აღმზრდელებს სჭირდებათ დახმარება მოზარდის ჯანსაღი განვითარებისთვის ოპტიმალური გარემოს შესანარჩუნებლად. მხარდაჭერით, აღმზრდელებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ, რათა მოზარდებმა შეძლონ თავად დაძლიონ სირთულეები, რომლებიც ცხოვრებაში შეხვდებათ

კომენტარები


ეტალონი

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

სიახლეები

„ვფიქრობთ, 12 კლასი ოფციის სახით შევინარჩუნოთ და წინასწარი რეგისტრაციები დავიწყოთ“... - განათლების მინისტრის მოადგილე რეფორმაზე

26 ნოემბერს ჩანიშნული ტესტირებისათვის რეგისტრაციის გავლა დაიწყო - დეტალებს გამოცდების ეროვნული ცენტრი ასაჯაროებს

აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული გაძლიერება, ბავშვის განვითარების შეფასების ინსტრუმენტები - მიმართულებები, რომლებიც ბაღების წარმომადგენლებთან განიხილეს

აღმზრდელების ხელფასი 400-500, მასწავლებელთა ანაზღაურება 700-800 ლარით გაიზარდა - ფინანსთა მინისტრის ანგარიში

2026 წლის ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მაშ ასე, რა უნდა ვიცოდეთ 2026 წლის მთავარი სიმბოლოს შესახებ?

პენსიონერ მასწავლებლებს სკოლებში აბრუნებენ - სამინისტრო ჩინეთში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისთვის მიდგომას ცვლის

ოლიმპიადა ახლა უკვე ინგლისურ ენაშიც გაიმართება, საგნების მიხედვით განრიგი კი შემდეგნაირია

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

სიახლეები
საზოგადოება